ქალაქ კემპერის წმინდა გიორგის სახელობის ქართულ სამრევლოში წმინდა გიორგის ხატი აკურთხეს
დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტ აბრაამის ლოცვა-კურთხევით შექმნილ სამრევლოში საქართველოში დაწერილი ხატი საზეიმოდ აკურთხა დეკანოზმა სპირიდონ გრიგოლაშვილმა.
დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტ აბრაამის ლოცვა-კურთხევით, ბრეტონეთში რამდენიმე ქართული მართლმადიდებლური სამრევლო შეიქმნა, რომელთა დაარსებასა და სულიერ გაძლიერებას თავდაუზოგავად ემსახურება მათი სულისჩამდგმელი და მოძღვარი, დეკანოზი სპირიდონ გრიგოლაშვილი.
ამ სამრევლოებს შორისაა ქ. კემპერისა და ლორიენტის ახლად დაარსებული წმინდა გიორგის სახელობის ქართული მართლმადიდებლური სამრევლო. მისთვის საქართველოში განსაკუთრებული სიყვარულით შეიქმნა წმინდა დიდმოწამე გიორგის ხატი, რომელიც უკვე საფრანგეთშია ჩამობრძანებული.
დღეს სამრევლოს მოძღვარმა, დეკანოზმა სპირიდონ გრიგოლაშვილმა, წმინდა გიორგის ხატი საზეიმოდ აკურთხა.
ეს დღე მნიშვნელოვანი მოვლენაა ქ. კემპერის სამრევლოს ცხოვრებაში და კიდევ ერთი ნაბიჯია დასავლეთ ევროპაში ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის სულიერი ცხოვრების განმტკიცების გზაზე.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, მიტროპოლიტმა აბრაამმა არქიმანდრიტ ანტონ (კანდელაკს) მრავალწლიანი მსახურებისთვის მადლობა გადაუხადა.