კეხიჯვარში ახალი სამსაკურთხევლიანი ტაძრის საძირკველი აკურთხეს
მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) წმინდა გიორგის სახელობის დედათა მონასტერში ახალი ტაძრის საძირკველი აკურთხა.
30 ივნისს, ყოვლადუსამღვდელოესმა მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი), სოფელ კეხიჯვრის წმინდა გიორგის სახელობის დედათა მონასტერში, ახალი სამსაკურთხევლიანი ტაძრის საძირკველი აკურთხა.
ტაძარი მიეძღვნება მკვდრეთით აღდგომილ ლაზარეს, მის დებს — მართასა და მარიამს, ასევე მენელსაცხებლე დედებს. საძირკვლის კურთხევა მნიშვნელოვანი ეტაპია მონასტრის სულიერი და ინფრასტრუქტურული განვითარების გზაზე და ამ წმინდა ადგილისთვის ახალი სალოცავის მშენებლობას ჩაუყრის საფუძველს.
ღონისძიების დასასრულს მიტროპოლიტმა იობმა დამსწრეები დალოცა და ახალ ტაძარზე ღვთის შეწევნა და წმინდანთა მეოხება უსურვა.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა პროტოდიაკონ ანდრია გელიაშვილი მღვდლად აკურთხა.