გორისა და ატენის მიტროპოლიტმა ანდრიამ ეროვნული გამოცდების დაწყებამდე აბიტურიენტები დალოცა

2824
26 ივნისი 21:23
22
გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია. ფოტო: ეპარქიის გვერდი გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია. ფოტო: ეპარქიის გვერდი

26 ივნისს მეუფე ანდრიამ აბიტურიენტებისთვის პარაკლისი აღავლინა და ახალგაზრდებს ცოდნის, გულმოდგინებისა და ღვთის შეწევნის მნიშვნელობაზე მიმართა.

26 ივნისს გორისა და ატენის მიტროპოლიტმა ანდრიამ აბიტურიენტებისთვის პარაკლისი აღავლინა და ახალგაზრდები მოახლოებული ერთიანი ეროვნული გამოცდების წინ დალოცა.

ქადაგებისას მეუფემ აღნიშნა, რომ სტუდენტობის წლები ადამიანის ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და დასამახსოვრებელი ეტაპია, ამიტომ ახალგაზრდებმა ეს პერიოდი უნდა გამოიყენონ ცოდნისა და განათლების შესაძენად.

„მთავარია, თქვენ ეს დრო გამოიყენოთ სწორად, დრო არ გაფლანგოთ და შეიძინოთ სწავლება, ცოდნა. ცოდნის შეძენას, უპირველეს ყოვლისა, გულმოდგინება სჭირდება. ადამიანი შეიძლება ნიჭიერი იყოს, მაგრამ თუ მას გულმოდგინება აკლია, ცოდნის ხარისხიც და რაოდენობაც შემცირდება,“ – აღნიშნა მიტროპოლიტმა.

მისი თქმით, სწავლასა და ნიჭთან ერთად აუცილებელია ღვთის შეწევნა და კურთხევა, რადგან მიღებულმა ცოდნამ ადამიანი არა მხოლოდ ინტელექტუალურად, არამედ სულიერადაც უნდა განავითაროს და მისი ნაყოფი სიკეთესა და შემოქმედებით საქმიანობაში გამოვლინდეს.

მეუფე ანდრიამ აბიტურიენტებს წარმატება უსურვა საგამოცდო პერიოდში და ხაზი გაუსვა, რომ ცოდნა უნდა ემსახურებოდეს სამშობლოს, საზოგადოებას, ეკლესიასა და თითოეული ადამიანის კეთილდღეობას.

„ღმერთმა დაგლოცოთ ყველანი, ძვირფასო აბიტურიენტებო, და გისურვებთ წარმატებით გამოცდების ჩაბარებას,“ – მიმართა ახალგაზრდებს გორისა და ატენის მიტროპოლიტმა.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, გორისა და ატენისა და სამთავისისა და კასპის ეპარქიების სამრევლო სკოლებს შორის სპორტული შეჯიბრება გაიმართა.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ