გორისა და ატენისა და სამთავისისა და კასპის ეპარქიების სამრევლო სკოლებს შორის სპორტული შეჯიბრება გაიმართა

2824
09 ივნისი 08:31
25
გორისა და ატენის და სამთავისისა და კასპის ეპარქიების სასულიერო პირები გორისა და ატენის და სამთავისისა და კასპის ეპარქიების სასულიერო პირები

ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავის აღსანიშნავად ახალგაზრდები სპორტულ აქტივობებში ჩაერთნენ.

2026 წლის 6 ივნისს, საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავთან დაკავშირებით, გორისა და ატენის მიტროპოლიტ ანდრიას (გვაზავა) ლოცვა-კურთხევით, გორისა და ატენისა და სამთავისისა და კასპის ეპარქიებში მოქმედ სამრევლო სკოლათა შორის სპორტული შეჯიბრება გაიმართა.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ორივე ეპარქიის სამრევლო სკოლების აღსაზრდელებმა, რომლებიც სხვადასხვა სპორტულ სახეობაში ერთმანეთს მეგობრული და ჯანსაღი კონკურენცია გაუწიეს. შეჯიბრების მიზანი მეგობრული ურთიერთობების გაღრმავება და ქრისტიანულ ღირებულებებზე დაფუძნებული თანამშრომლობის ხელშეწყობა იყო.

ორგანიზატორთა განცხადებით, მსგავსი აქტივობები ხელს უწყობს ახალგაზრდების ფიზიკურ, სულიერ და ინტელექტუალურ განვითარებას, ასევე აძლიერებს კავშირს სამრევლო სკოლებს შორის.

სპორტული ღონისძიება ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში გაიმართა და მონაწილეებს დაუვიწყარი გამოცდილება და სასიამოვნო ემოციები შესძინა.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, თბილისის 72-ე საჯარო სკოლაში ილია II-ის ხსოვნას მიძღვნილი საღამო გაიმართა სახელწოდებით ,,ღმერთი, სამშობლო, ადამიანი”.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ