საპატრიარქოს ახალგაზრდულ ცენტრში ილია II-ის ხსოვნისადმი მიძღვნილი გამოფენა „გაზაფხულის ფერები“ გაიმართა

2824
22 აპრილი 15:37
12
ილია II-ის ხსოვნისადმი მიძღვნილი გამოფენა „გაზაფხულის ფერები“ ილია II-ის ხსოვნისადმი მიძღვნილი გამოფენა „გაზაფხულის ფერები“

15 ქართველი ხელოვანის 60-მდე ნამუშევარი – სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მრავალფეროვანი ექსპოზიცია.

საპატრიარქოს ახალგაზრდულ ცენტრში გაიმართა გამოფენა „გაზაფხულის ფერები“, რომელიც უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია II-ის ხსოვნას მიეძღვნა.

საგამოფენო სივრცეში დამთვალიერებლებს შესაძლებლობა ჰქონდათ ენახათ 15 ქართველი ხელოვანის 60-მდე ნამუშევარი. ექსპოზიციაში წარმოდგენილი იყო როგორც სახვითი, ასევე გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები, რომლებიც სხვადასხვა ტექნიკითა და სტილით გამოირჩეოდა.

გამოფენა ორგანიზებული იყო „ქართველ ხელმარჯვეთა სივრცისა“ და მერი შენგელიას ხელოვნების სტუდიის მიერ. ღონისძიებამ გააერთიანა ხელოვანები და ხელოვნების მოყვარულები, რითაც კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი კულტურისა და შემოქმედების მნიშვნელობას საზოგადოებრივ ცხოვრებაში.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, კვირაცხოვლობას მიტროპოლიტმა იობმა ქარელის საკათედრო ტაძარში საზეიმო ლიტურგია აღავლინა.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ