კონსტანტინოპოლის პატრიარქი ბართლომე თბილისშია
პატრიარქი ბართლომე უკვე სამების საკათედრო ტაძარშია.
სრულიად საქართველოს პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის გაცილებასა და დაკრძალვასთან დაკავშირებული ყველა ღონისძიება პირდაპირ ეთერში გადაიცემა მართლმადიდებელ ჟურნალისტთა ფეისბუქ გვერდზე.
ამ წუთებში მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი სამების საკათედრო ტაძარში იმყოფება. თქვენ ხედავთ როგორ გამოდის იგი საკუთხევლიდან მეუფე შიოსთან (მუჯირი) ერთად.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ოფიციალური დახვედრა გაიმართა, როდესაც მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი საქართველოში ჩამოვიდა. აეროპორტში პატრიარქს დახვდნენ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლები – მეუფე გერასიმე და მეუფე მელქისედეკი – ასევე, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი.
0
0
კონსტანტინოპოლის საპატრიარქო
პატრიარქი ბართლომე
პატრიარქი ილია II
პანაშვიდი
სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო
თბილისი
თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
ასევე წაიკითხეთ