სიონის ტაძარში ილია II-ის დაკრძალვის ადგილის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს

2824
20 მარტი 11:08
31
დაკვრძალვისთვის მზადება სიონის საკათედრო ტაძარში. ფოტო: საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური დაკვრძალვისთვის მზადება სიონის საკათედრო ტაძარში. ფოტო: საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური

ტერიტორია დაათვალიერეს ეკლესიისა და მთავრობის ერთობლივი კომისიის წევრებმა.

19 მარტს სიონის საპატრიარქო ტაძარში, სადაც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის განჩინებით უნდა დაიკრძალოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II, დაკრძალვის ადგილის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს.

ადგილზე იმყოფებოდნენ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და მთავრობის ერთობლივი კომისიის წევრები. მათ შორის იყვნენ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), წმინდა სინოდის წევრები, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, მთავრობის წარმომადგენლები და კომისიის სხვა წევრები.

კომისიის წევრებმა ადგილზე დაათვალიერეს მიმდინარე სამუშაოები და გაეცნენ იმ პროცესს, რომელიც უწმინდესისა და უნეტარესის დაკრძალვისთვის მზადების ფარგლებში ხორციელდება.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, 19 მარტს პატრიარქის ნათლულები ავლაბრიდან სამების ტაძრამდე ფეხით მსვლელობას გამართავენ.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ