თბილისის სასულიერო აკადემიაში დიდი მარხვის მსახურებათა მნიშვნელობაზე საჯარო ლექცია ჩატარდა

2824
11 მარტი 19:48
22
დეკანოზი ბიძინა გუნია. ფოტო: თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია დეკანოზი ბიძინა გუნია. ფოტო: თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია

დეკანოზმა ბიძინა გუნიამ მსმენელებს ადამიანთა ხსნის საღმრთო განგებულების კონტექსტში დიდი მარხვის სულიერი მნიშვნელობა გააცნო.

ამა წლის 11 მარტს თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში გაიმართა საჯარო ლექცია თემაზე: „დიდი მარხვის პერიოდის მსახურებათა მნიშვნელობა ადამიანთა ხსნის საღმრთო განგებულების ჭრილში“. შეხვედრას უძღვებოდა თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის ლექტორი, გელათის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, თეოლოგიისა და ფილოლოგიის დოქტორი, პროფესორი, დეკანოზი ბიძინა გუნია.

 

ლექციის ფარგლებში მამა ბიძინამ მსმენელებთან ერთად განიხილა ადამიანთა ხსნის საღმრთო განგებულებასთან დაკავშირებული რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი. კერძოდ, საუბარი შეეხო სიცოცხლის საზრისის მართლმადიდებლურ გააზრებას, საზოგადო და პირადი ლოცვის მნიშვნელობას, დროისა და სივრცის მოდელირების მართლმადიდებლურ კონცეფციას, საღვთისმსახურო ქმედებათა სულიერ მნიშვნელობასა და ჰიმნოგრაფიული ტექსტების საღვთისმეტყველო ანალიზს.

მომხსენებელმა ასევე ყურადღება გაამახვილა იმ სულიერ შედეგებზე, რომლებიც მორწმუნეთათვის საღვთისმსახურო ცხოვრებაში აქტიური მონაწილეობით მიიღწევა, განსაკუთრებით კი დიდი მარხვის პერიოდში, რომელიც ეკლესიური ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და სულიერად განმწმენდელი დროა.

საჯარო ლექციას ესწრებოდნენ თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის სტუდენტები, პროფესორ-მასწავლებლები და დაინტერესებული მსმენელები.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ