წმიდა ნიკოლოზ VIII (ბაგრატიონი) - ყოვლისა საქართველოისა კათოლიკოს პატრიარქი

2824
03 მარტი 20:50
28
ნიკოლოზ VIII (ბაგრატიონი). ფოტო: ღია წყარო ნიკოლოზ VIII (ბაგრატიონი). ფოტო: ღია წყარო

წმიდა ნიკოლოზი კათოლიკოს-პატრიარქი დაიბადა დაახ. 1510-15 წლებში, იგი კახეთის მეფის, ლეონ I-ის ძე იყო.

სიყრმიდანვე მონაზვნური ცხოვრებისკენ მიდრეკილი ნიკოლოზი მონასტერში წავიდა სამოღვაწეოდ. სამეფო გვარისთვის დამახასიათებელი სიმტკიცე და სიბრძნე, მონაზვნური მორჩილება და ღმერთზე მინდობის უდიდესი სათნოება საოცრად იყო შერწყმული წმიდა ნიკოლოზში. ღვთის განგებით იგი კათოლიკოსად იქნა დადგენილი. „ქორონიკონსა სობ (1584 წელს) მიიცვალა ბარათაშვილი, კათალიკოზი ნიკოლოზ და ბრძანებითა ღმრთისაჲთა კათოლიკოზ იქმნა ძე კახთა მეფისა ლეონისა, თუესა თებერვალსა კჱ (28), დღესა შაბათსა“, - ვკითხულობთ „ქართლის ცხოვრებაში“.

წმიდა ნიკოლოზს მიწერ-მოწერა ჰქონდა რუსეთის პატრიარქ იობთან, წმიდა კათოლიკოსმა მეტეხის ღვთისმშობლის ტაძარს შესწირა 1049 წელს დაწერილი, მშვენიერი ყდით შემკული, ტყავზე ხელნაწერი სახარება.

მიტროპოლიტი ტიმოთე (გაბაშვილი) „მიმოსლვაში“ მოგვითხრობს ათონის ივერთა მონასტერზე და აღნიშნავს, რომ სატრაპეზოში არის წმიდა ნიკოლოზ კათოლიკოსის ხატი. იგივე ავტორი აღწერს აშოთან მუხრანბატონის მიერ აშენებულ სატრაპეზოს და უმატებს: „იქ მიცვალებულა კათალიკოზი ნიკოლოზ, მგონი ეს ბატონიშვილი იყოს“.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, 5 მარტს გაიმართება დიალოგი დეკანოზ ვლადიმერ ვახტანგიძესთან თემაზე – „რელიგიური ფანატიზმი“.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ