ინდოეთში წმინდა ქეთევან დედოფლის სახელობის მუსიკალური ფესტივალი „ქეთევანი“ გაიმართა

2824
02 მარტი 17:40
24
კულტურული ღონისძიება — მუსიკალური ფესტივალი. ფოტო: საპატრიარქოს ოფიციალური გვერდი კულტურული ღონისძიება — მუსიკალური ფესტივალი. ფოტო: საპატრიარქოს ოფიციალური გვერდი

ძველი გოას წმინდა ავგუსტინეს კომპლექსში ქართულმა ანსამბლმა „სათანაო“-მ იუნესკოს მიერ აღიარებული ქართული პოლიფონია წარადგინა.

2026 წლის 27 და 28 თებერვალს, ინდოეთის რესპუბლიკაში, ძველი გოას წმინდა ავგუსტინეს სახელობის კომპლექსის ტერიტორიაზე გაიმართა მუსიკალური ფესტივალი „ქეთევანი“, რომელიც საქართველოს კულტურის სამინისტროსა და ინდოეთის კულტურული ურთიერთობების საბჭოს (ICCR) თანამშრომლობითა და მხარდაჭერით განხორციელდა. აღნიშნული ადგილი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს, რადგან სწორედ ამ კომპლექსში, ტაძრის ნანგრევებში, წარსულში აღმოჩენილია წმინდა ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილების ნაწილი.

ფესტივალის ფარგლებში გამართულ საზეიმო კონცერტზე ქართულმა ანსამბლმა „სათანაო“-მ შეასრულა საეკლესიო საგალობლები და ქართული ხალხური სიმღერები, რითაც საერთაშორისო აუდიტორიას კიდევ ერთხელ გააცნო ქართული მრავალხმიანობის უნიკალური ტრადიცია, რომელიც იუნესკოს მიერ მსოფლიო არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნიმუშად არის აღიარებული.

ღონისძიებას ოფიციალური სტუმრის სტატუსით ესწრებოდნენ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ინდოეთის რესპუბლიკაში ვახტანგ ჯაოშვილი, საქართველოს კულტურის სამინისტროს წარმომადგენელი არჩილ ჭოტაშვილი და საქართველოს საპატრიარქოს საგარეო განყოფილების თავმჯდომარის მოადგილის, იღუმენ მიქაელის (ბრეგვაძე) მონაწილეობით.

ფესტივალის მონაწილეებსა და ორგანიზატორებს ქართულმა მხარემ სამახსოვრო საჩუქრები გადასცა, მათ შორის წმინდა ქეთევან დედოფლის ხატები, მედალიონები და წმინდა დედოფლის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი ორენოვანი (ქართულ-ინგლისური) ბეჭდური გამოცემები.

აღნიშნული ღონისძიება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია საქართველოსა და ინდოეთს შორის კულტურული დიპლომატიის გაღრმავებისა და საერთო ისტორიული და სულიერი მემკვიდრეობის პოპულარიზაციის მიმართულებით.

ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საელჩოსა და დელეგაციის წარმომადგენლებმა ასევე მოინახულეს წმინდა მონიკას მონასტერში არსებული ქრისტიანული ხელოვნების მუზეუმი, სადაც დაცულია წმინდა ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილი, და მის წინაშე სამშვიდობო პარაკლისი გადაიხადეს.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, მღვდელმოწამე ერმოგენი, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ