ისრაელში აღმოაჩინეს ბეჭედი 2800 წლის წინანდელი ბიბლიური სიმბოლიკით
ისრაელმა არქეოლოგებმა აღმოაჩინეს იუდეის მეფეების დროინდელი ქვის ბეჭედი ებრაულ ენაზე წარწერით.
The Jerusalem Post-ის ცნობით, ჩრდილოეთ ისრაელში გათხრების დროს ისრაელის სიძველეთა სამსახურმა აღმოაჩინა ქვის ბეჭედი, რომელიც, სავარაუდოდ, იუდეველთა სამეფოს დროს, ძვ. წ. VIII საუკუნის ბოლოს, მაღალი ადმინისტრაციული თანამდებობის პირს ეკუთვნოდა.
ძვ. წ. VIII საუკუნის ბოლოთი დათარიღებული ქვის ბეჭედი ნახევრადძვირფასი მინერალისგან არის დამზადებული და ოთხი კვეთილი ბროწეულით არის მორთული. ძირზე ებრაულად არის ამოტვიფრული: „ეკუთვნის მაქას (ამიქაის ძეს).“ ისრაელის სიძველეთა სამსახურში არქეოლოგების თქმით, ბეჭდის მფლობელი იუდას მეფეების, იოთამის, ახაზის ან ხიზკიას მეფობის დროს ცხოვრობდა. ექსპერტები აღნიშნავენ, რომ აღმოჩენა უნიკალურია, რადგან ის არა ანტიკვარების შავ ბაზარზე, არამედ ოფიციალური გათხრების დროს აღმოაჩინეს.
ამ ადგილას ასევე აღმოაჩინეს სამეფო ბეჭდების მქონე დოქის სახელურების ფრაგმენტები. ამ ბეჭდებზე ეწერა „მეფის საკუთრებაა“, ასევე ჰებრონისა და უძველესი ქალაქის, ზიფის სახელები, რომლებიც პირველი ტაძრის გვიანდელი პერიოდის ორი მნიშვნელოვანი ადმინისტრაციული ქალაქი იყო.
„ასეთი ბეჭდის ანაბეჭდები იუდეის რეგიონში ბიბლიურ ადგილებში ხშირად გვხვდება“, - თქვა არქეოლოგმა, დოქტორმა ამირ გორზალჩანიმ აღმოჩენილი არტეფაქტების კომენტირებისას. „თუმცა, მათი ყოფნა ასეთ ჩრდილოეთ ადგილას, ისრაელის ბიბლიური სამეფოს ტერიტორიის სიღრმეში, განსაკუთრებით გასაკვირია“.
როგორც მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი იტყობინება, მამრეს მუხა ჰებრონში წაიქცა.