მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი მეუფე შიოს მფარველი წმინდანის ხსენების დღეს ულოცავს

19 თებერვალი 14:31
96
მიტროპოლიტი შიო (მუჯირი). ფოტო: ღია წყარო მიტროპოლიტი შიო (მუჯირი). ფოტო: ღია წყარო

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი საპატრიარქო ტახტის მოსაყდრეს ხანგრძლივ და ნაყოფიერ მსახურებას უსურვებს.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირის სახელით ვულოცავთ საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის საპატრიარქო ტახტის მოსაყდრეს, სენაკისა და ჩხოროწყის მიტროპოლიტ მეუფე შიოს (მუჯირი), მისი მფარველი წმინდანის ხსენების დღეს.

ვაფასებთ მეუფე შიოს მრავალწლიან თავდადებულ მსახურებას ეკლესიისა და ქართველი ერის წინაშე. მისი სულიერი ხელმძღვანელობა, სიმტკიცე და ერთგულება მნიშვნელოვანი მაგალითია როგორც სამღვდელოების, ისე მორწმუნე საზოგადოებისათვის.

გვინდა გამოვხატოთ გულწრფელი პატივისცემა და მადლიერება მისი ღვაწლისათვის, რომელიც მიმართულია ეკლესიის გაძლიერებისა და სულიერი ფასეულობების განმტკიცებისკენ.

ვუსურვებთ მეუფე შიოს ჯანმრთელობას, სულიერ სიმტკიცეს, ღვთის შეწევნას და ხანგრძლივ, ნაყოფიერ კეთილმსახურებას საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და ჩვენი ერის საკეთილდღეოდ.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, იღუმენი ნაზარ ბასილაია წმ. ნაზარ ლეჟავას სახელობის ფონდის შესახებ.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ