ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპისკოპოსის გარდაცვალებიდან ოთხი წელი შესრულდა

26 იანვარი 08:31
114
ღვთისმსახურება ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპარქიაში. ფოტო: დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერია ღვთისმსახურება ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპარქიაში. ფოტო: დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერია

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერი ეპისკოპოს დიმიტრის სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს დაესწრო.

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერი ნიკოლოზ ჯანიაშვილი ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპისკოპოს დიმიტრის სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს დაესწრო. პანაშვიდი ეპარქიის დროებითმა მმართველმა, მიტროპოლიტმა თეოდორემ გადაიხადა.

სულის მოსახსენიებელი მსახურება ეპისკოპოს დიმიტრის გარდაცვალებიდან ოთხი წლის გასვლასთან დაკავშირებით გაიმართა.

საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის წევრი, ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპისკოპოსი დიმიტრი (კაპანაძე) 2022 წლის 23 იანვარს გარდაიცვალა. იგი ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპარქიას 2015 წლის იანვრიდან ხელმძღვანელობდა და თავისი ღვაწლით მნიშვნელოვანი კვალი დატოვა ეპარქიის სულიერ ცხოვრებაში.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, მართლმადიდებელი ეკლესია 23 იანვარს წმიდა გრიგოლ ნოსელის ხსენებას აღნიშნავს.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ