ზუგდიდის საკათედრო ტაძარში საკვირაო სადღესასწაულო ლიტურგია აღესრულა

2824
26 იანვარი 08:23
21
ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე. ფოტო: ეპარქიის გვერდი ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე. ფოტო: ეპარქიის გვერდი

მიტროპოლიტმა გერასიმემ მრევლს დღესასწაული მიულოცა და ქადაგებით მიმართა.

2026 წლის 25 იანვარს, მისი მაღალყოვლადუსამღვდელოესობამ ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა გერასიმემ, ზუგდიდის ივერიის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძარში აღავლინა საკვირაო სადღესასწაულო ლიტურგია.

ღვთისმსახურებას მრევლი და სასულიერო პირები ესწრებოდნენ. ლიტურგიის დასრულების შემდეგ ეპარქიის მმართველმა მღვდელმთავარმა შეკრებილებს ქადაგებით მიმართა, ისაუბრა დღესასწაულის სულიერ მნიშვნელობაზე და მრევლს დღესასწაული გულითადად მიულოცა.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, მართლმადიდებელი ეკლესია 23 იანვარს წმიდა გრიგოლ ნოსელის ხსენებას აღნიშნავს.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ