22 იანვარი ღირსი მამა იოანე შავთელ-გაენათელის ხსენების დღეა
მისი შემოქმედებიდან ჩვენამდე მოღწეულია ცნობილი ოდა „აბდულ-მესია“ და „გალობანი ვარძიის ღვთისმშობელისანი“.
ღირსი იოანე შავთელ-გაენათელი XIII საუკუნეში მოღვაწე წმინდანია - „კაცი ყოვლად განთქმული და საკვირველი მოღვაწებათა შინა და ლექსთა გამომთქმელი“ მოღვაწეობდა თამარ მეფის დროს.
ის მისი ეპოქის ერთ-ერთი უდიდესი პოეტი, ფილოსოფოსი და ცნობილი მქადაგებელი იყო. მისი შემოქმედებიდან ჩვენამდე მოღწეულია ცნობილი ოდა „აბდულ-მესია“ და „გალობანი ვარძიის ღვთისმშობელისანი“. მან ღრმა მოხუცებულობამდე მიაღწია და მშვიდობით აღესრულა.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, გორში ნათლისღების დღესასწაული საზეიმო ლიტურგიითა და დიდი აიაზმის კურთხევით აღინიშნა.
0
0
თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
ასევე წაიკითხეთ
შიო III ხონისა და სამტრედიის ეპარქიას ეწვევა
დღეს 12:22