მართლმადიდებელი ეკლესია 4 დეკემბერს ყოვლადწმიდა ღვთისმშობელის მიყვანებას ზეიმობს
ერთ-ერთი უდიდესი მოვლენა ქრისტიანულ კალენდარში.
მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ხვალ, 4 დეკემბერს აღნიშნავს ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანებას — ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს დღესასწაულს, რომელიც 12 საუფლო დღესასწაულთა შორისაა შესული.
გადმოცემის თანახმად , ყოვლადწმიდა მარიამის მშობლები იოაკიმე და ანა ღვთის წინაშე განსაკუთრებული სიწმინდით გამოირჩეოდნენ. მიუხედავად მრავალწლიანი უშვილობისა, ისინი კვლავ გულმოდგინედ ევედრებოდნენ უფალს შვილს და აღთქმას დებდნენ, რომ მას ღმერთს მიუძღვნიდნენ.
ღმერთმა შეისმინა მათი გულწრფელი ლოცვა და მიანიჭა ასული — მარიამი.
როდესაც ბავშვი სამი წლის გახდა, მშობლებმა, ნათესავებისა და ახლობლების თანხლებით, ზეიმითა და გალობით მიიყვანეს იერუსალიმის ტაძარში. ტაძარში მათ პატარა მარიამი მღვდელმთავარი ზაქარია შეეგება (იოანე ნათლისმცემლის მამა), რომელმაც ღვთის შთაგონებით იგი წმიდათა წმიდაში შეიყვანა — ადგილას, სადაც მხოლოდ მღვდელმთავარი შედიოდა და ისიც წელიწადში ერთხელ.
სამი წლის წმიდა მარიამი ტაძარში დამკვიდრდა და ღმერთთან ურთიერთობაში გაიზარდა. შემდგომ, როცა სრულწლოვანებას მიაღწია, მან ქალწულების აღთქმა დადო და საკუთარი თავი მთლიანად უფალს მიუძღვნა — სწორედ ამ გზით შეირჩა იგი მაცხოვრის დედად.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, ავჭალის დედათა მონასტერში ,,ტაბინის" სასწაულმოქმედი ხატი მოაბრძანეს.