ეკლესია 15 ოქტომბერს აღნიშნავს ღირსისა იოანე ქოზიბელის, კესარიელი ეპისკოპოსის ხსენებას
ქრისტიანი ეპისკოპოსისა და მოღვაწის ცხოვრება უდაბნოში.
წმიდა იოანე ბრძნულად და სიყვარულით განაგებდა სამწყსოს. სასწაულთქმედების ნიჭით დაჯილდოებული მღვდელმთავარი შინაგანად მუდამ უბრალო ბერად რჩებოდა. იგი იღვწოდა მართლმადიდებლური მოძღვრების განმტკიცებისა და იმ დროს გავრცელებული ნესტორის ერესის წინააღმდეგ ბრძოლაში.
ღირსი მამა დაუცხრომლად ზრუნავდა სამწყსოს სულიერ გაჯანსაღებაზე და ცდილობდა, აღმოფხვრილიყო ყოველგვარი მანკიერება. ერთი ცნობით, მას მღვდელმთავრის კათედრა 536 წლამდე ეპყრა, სხვა წყაროს ცნობით კი 587-596 წლებამდე.
ბოლოს, განმარტოების სიყვარულით შეპყრობილმა, ქოზიბის უდაბნოს მიაშურა, სადაც დარჩენილი ცხოვრება ლოცვასა და მოღვაწეობაში გაატარა და მშვიდობით შეუერთდა უფალს.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირმა ადრე გაავრცელა ინფორმაცია, მართლმადიდებელი ეკლესია სვეტიცხოვლობას აღნიშნავს.
0
0
თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
ასევე წაიკითხეთ
შიო III ხონისა და სამტრედიის ეპარქიას ეწვევა
გუშინ 12:22