6 ოქტომბერს მართლმადიდებელი ეკლესია სლოვენის ღვთისმშობლის სასწაულმოქმედ ხატს მიაგებს პატივს
სლოვენის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი XVII საუკუნის სასწულმოქმედი ხატია.
ახალი სტილით 6 ოქტომბერს მართლმადიდებელი ეკლესია სლოვენის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის დღესასწაულს აღნიშნავს. ხატი განსაკუთრებული პატივის ღირსად ითვლება რუსეთის კოსტრომის გუბერნიაში მდებარე სლოვენის ღვთისმშობლის ძველ უდაბნოში, სადაც იგი მრავალი საუკუნის განმავლობაში სასწაულმოქმედადაა აღიარებული.
სლოვენის ღვთისმშობლის ხატის გამოჩენა 1635 წლით თარიღდება. გადმოცემის თანახმად, სწორედ ამ პერიოდში გამოჩნდა ის ღვთისმოსავ მორწმუნეთათვის როგორც ნუგეში და დახმარების ნიშანი. ხატის ზუსტი ასლი შემდგომში იქნა შექმნილი და დღეს ინახება
მოსკოვის გუბერნიის დიმიტრიევის ოლქში, სოფელ ნოვოსპასკში.
მორწმუნეები განსაკუთრებული გულმოდგინებით ევედრებიან ღვთისმშობელს სლოვენის ხატს, რათა მიანიჭოს მშვიდობა, შვება და სულიერი სიმტკიცე. დღესაც მართლმადიდებელი ქრისტიანები ამ დღესასწაულს ლოცვითა და მადლიერებით აღნიშნავენ.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, 6 ოქტომბერს მართლმადიდებელი ეკლესია იხსენებს უფლის წინამორბედის შობის სასწაულს.