21 სექტემბერი ღვთისმშბლის შობის დღეა
თორმეტი საუფლო დღესასწაულიდან ღვთისმშობლის შობა ერთ-ერთი ყველაზე მნშივნელოვანი დღეა.
ყოვლადწმიდა დედა ღვთისა იშვა უნაყოფო და მოხუცებული მშობლებისაგან - ქალაქ ნაზარეთში, რომელიც მთის ფერდობზე იყო შეფენილი და იერუსალიმს სამი დღის სავალი აშორებდა. „ნაზარეთით შესაძლებელ არსა კეთილისა რაჲსამე ყოფად?“ - ამბობდნენ ებრაელები, როდესაც შეიტყვეს, რომ დიდი წინასწარმეტყველი იესო აქედან გამოვიდა.
წინასწარმეტყველთა უწყების მიხედვით, ქვეყნიერების აღთქმული მხსნელი დავითის სამეფო ტომიდან უნდა წარმომდგარიყო, მაგრამ ბაბილონის ტყვეობის შემდგომ დავით მეფის შთამომავლები ნელ-ნელა უფლებებს კარგავდნენ და როდესაც მაკაბელთა გვარი გაძლიერდა, სამეფო შტოს ყოველგვარი გამორჩეულობა გაქრა და ის სხვა ხალხს გაუთანაბრა.
როდესაც წინასწარმეტყველთა მიერ მოსწავებული დრო დადგა და სკიპტრა უცხოტომელ ჰეროდეს გადაეცა, როცა რომაელთა ყოვლისდამარღვეველი ხელმწიფება დაიწყო, როცა ზნეობრიობა და რელიგია სრულიად დათრგუნული აღმოჩნდა - მაშინ იუდეველებმა გააცნობიერეს, რომ დანიელის მიერ დათქმული ჟამი იწურებოდა და მოუთმენლად დაუწყეს ლოდინი მესიას, რომელიც მათ უცხოტომელთა უღლისაგან იხსნიდა და სხვა ხალხებზე ბატონობას მიანიჭებდა.
ნაზარეთში ღვთისმოსავი ცოლ-ქმარი ცხოვრობდა - იოაკიმე და ანნა. იოაკიმე იუდას სამეფო ტომის შთამომავალი იყო, ხოლო ანნა აარონის ტომის ღვთისმსახურის მატთანის უმცროსი ასული. მატთანს სამი ქალიშვილი ჰყავდა: მარიამი, სოფიო და ანნა; სოფიოს ასული ელისაბედი არის დედა იოანე წინასწარმეტყველისა. იოაკიმე და ანნა ღვთის წინაშე მართლები იყვნენ და მის მცნებებსაც სუფთა გულით იცავდნენ. ისინი იმდენად ჩემომავლობით კი არა, მორჩილებითა და გულმოწყალებით იყვნენ ცნობილნი.
ამგვარად მიაღწიეს ღრმა სიბერემდე. მთელი მათი ცხოვრება ღვთის სიყვარულით და მოყვასისადმი თანაგრძნობით იყო განსჭვალული. საკმაოდ მნიშვნელოვანი შემოსავლის ორ მესამედს ყოველდღიურად გასცემდნენ, ერთ მესამედს ღვთის ტაძარს სწირავდნენ, მეორეს ღატაკებსა და მოხუცებს უყოფდნენ; დანარჩენს პირადი საჭიროებისთვის იყენებდნენ. ბედნიერები იყვნენ, მაგრამ უნაყოფობა მათ გულს მწუხარებით ავსებდა: იმდროინდელი წარმოდგენით უშვილობა შეურაცხმყოფელად და უდიდეს სასჯელად ითვლებოდა, მით უფრო სამწუხარო იყო, რომ დავითის შთამომავლებს ჰქონდათ იმედი, რომ მათგან აღთქმული მესიის შობით - კაცობრიობის ხსნის იარაღად უნდა ქცეულიყვნენ.
ღვთისმშობლის შობის დღესასწაული მორწმუნეებს კიდევ ერთხელ ახსენებს ღმერთის დაპირებების აღსრულებასა და იმ სასუფევლისკენ მიმავალ გზას, რომელიც ქრისტეს მიერ ადამიანებს მოეხსნა. ამ დღეს ეკლესიებში საზეიმო წირვა-ლოცვები ტარდება, მორწმუნეები მადლობას სწირავენ ყოვლადწმინდა ქალწულს მისი წილი ხვედრისთვის კაცობრიობის ხსნაში.
მართლმადიდებელი ეკლესია ღვთისმშობლის შობას განსაკუთრებულ სიყვარულსა და პატივს მიაგებს, რადგან მისმა დაბადებამ მოუმზადა გზა ჩვენი მაცხოვრის, იესო ქრისტეს ხორციელად მოსვლისათვის. სწორედ ამიტომ, ეს დღე ქრისტიანულ სამყაროში სიხარულის, მადლიერებისა და განსაკუთრებული ლოცვის დროა.
ჩვენი ერისთვის ღვთისმშობლის შობის დღესასწაული განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან საქართველოს დედაღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა. ეს არის ქრისტიანული ტრადიციის უმნიშვნელოვანესი ნაწილი – საქართველოს, როგორც ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანას, მასზე დაკისრებული განსაკუთრებული მადლი და პასუხისმგებლობა გააჩნია. საუკუნეების განმავლობაში ქართველი ერი მარიამის განსაკუთრებული მფარველობის რწმენით არსებობდა და ყველაზე რთულ დროსაც სწორედ მის ხელდასხმულობას და მადლს მოიხმობდა.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირმა უკვე დაწერა, 20 სექტემბერს ეკლესია წმინდა მოწამე სოზონტის ხსენებას აღნიშნავს.