„მართლმადიდებლური სალოცავები ხელშეუხებელია“ - დეკანოზი დავით ჯიშკარიანი

2824
16 სექტემბერი 2025 15:57
3861
დეკანოზი დავით ჯიშკარიანი „მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირის“ გუნდთან ერთად სვეტიცხოველში. ფოტო: mzk.ge დეკანოზი დავით ჯიშკარიანი „მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირის“ გუნდთან ერთად სვეტიცხოველში. ფოტო: mzk.ge

მღვდელმა დავით ჯიშკარიანმა მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირს უამბო იმ გამოწვევებისა და საკითხების შესახებ, რომლებიც დღეს აქტუალურია საქართველოსა და მთელი ქრისტიანული სამყაროსთვის.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი სვეტიცხოველში ესტუმრა დეკანოზ დავით ჯიშკარიანს. სასულიერო პირმა ინტერვიუში ისაუბრა ეკლესიის გაძლიერების მნიშვნელობაზე ახალგაზრდებში, მსოფლიო მასშტაბით მიმდინარე პროცესებზე და ქრისტიანული მედიის როლზე.

მამაო როგორ უნდა გავაძლიეროთ ეკლესია ახალგაზრდებში და დავაახლოვოთ ისინი ქრისტიანობასთან?

,,45 წელია რაც ეკესლიაში ვმსახურობ,ჩვენი ღირსი აღმსარებელი გაბრიელი ამბობდა ჩვენ ერთად ვმსახურობდით ის ამბობდა
,,ქრისტიანობა არის სიყვარული“.უნდა გაძლიერდეს ქრისტიანული მოღვაწეობა,სკოლაში უნდა ისწავლებოდეს.შეიძლება ყველა ვერ მოვიდეს ტაძარში,მაგრამ ყველამ უნდა მივიღოთ მონაწილეობა, თითო-თით აგური დადოს ყველამ რომ თვითონაც იყოს მონაწილე ამ დიდი სიყვარულისა, ქ რისტიანობისა.’’

ბოლო პერიოდში მსოფლიოში მრავალი დაპირისპირებაა-მაგალითად ავიღოთ კიევ-პეჩერის ლავრაში მიმდინარე მოვლენები.თქვენი აზრით რამდენად მნიშვნელოვანია სახელმწიფომ ხელი შეუწყოს უკრაინის საპატრიარქოს? რათა ისევ აღავლინონ წირვა-ლოცვები ტაძრებში 

უკრაინის მთავრობასა და  უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიას (უმე) შორის დღემდე მიმდინარეობს სასამართლო დავა — უნდა გადაიქცეს თუ არა კიევ-პეჩერის ლავრის ტაძრები მხოლოდ კულტურულ მემკვიდრეობად, თუ იქ კვლავ უნდა აღესრულოს წირვა-ლოცვები.

"ტაძრებშ,,წმინდანები რომლებიც იქ განისვენებენ ისინი ხელ შეუხებლები არიან,მათ ვინც ხელს შეახებს ყველა დაისჯება და ისჯება,იქ იმიტომ არის დაბრძანებული სიწმინდეები,რომ შთამომავლობამ უნდა ნახოს.იქ სხვადასხვა წმინდანების ნაწილებია,როგორც ქართველების ასევე ყველა ქვეყნის წმინდა მამების.რაში უშლით ხელს მათ ეს ყველაფერი,ნათქვამია ,,მხედარი ცხენს ვერ მოერია უნაგირს დაუწყო მტვრევაო“.მე რათქმაუნდა არ მიმაჩნია ეს მიზანშეწონილად“.

და ბოლოს რა ლოცვა-კურთხევას მოგვცემთ მამაო?

,,წიმინდა ნაწილებზე ვსაუბრობდით,რაც დავათვალიერე და ვნახე (ვიდეოებში და ფოტოებში) ეკლესიის აშენება,წმინდა ნაწილების ჩამობრძანება საქართველოში ეს ყველაფერი უნდა გაგრძელდეს.გიორგი ბერიშვილმა(საერთაშორისო ორგანიზაცია ,,ქართული დიასპორა - ქართული ქრისტიანული სამყარო"-ს პრეზიდენტი) მითხრა, რომ მეორე იერუსალიმის გაკეთება უნდა,ამაზე კარგი რა არის, ურთიერთპატივისცემა,მეგობრბა და სიყვარული. ჩვენი შვილები როდესაც შევლენ და ილოცებენ იქ ამაზე დიდ სიხარულს და სიყვარულს ვერაფერი გამოიწვევს“.

ადრე სპჟ წერდა, რომ, იერუსალიმის პატრიარქმა კიევ-პეჩერის ლავრას მმართველს მხარდაჭერა გამოუცხადა

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ