მსოფლიო პატრიარქი პაფოსის მიტროპოლიტთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას სექტემბრის ბოლომდე მიიღებს
კვიპროსის ეკლესიის მეთაურის თქმით, კონსტანტინოპოლი მხარს დაუჭერს სინოდის გადაწყვეტილებას პაფოსის ეპისკოპოსის თანამდებობიდან გადაყენების შესახებ.
კვიპროსის მთავარეპისკოპოსმა გიორგიმ განაცხადა, რომ პაფოსის ყოფილი მიტროპოლიტის, ტიქიკოსის საჩივარზე მსოფლიო საპატრიარქოს გადაწყვეტილებას მიმდინარე წლის სექტემბრის ბოლომდე ელის, - იუწყება საბერძნეთის მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი.
კვიპროსის ეკლესიის წინამძღვარმა შესაბამისი განცხადებები 2025 წლის 15 აგვისტოს, ტროოდიტისის მონასტერში, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების დღეს გააკეთა.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ არ სურს კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს გადაწყვეტილებების წინ აღუდგეს. ამავდროულად, მთავარეპისკოპოსმა გამოთქვა რწმენა, რომ მსოფლიო საპატრიარქო მხარს დაუჭერს კვიპროსის მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდის გადაწყვეტილებას მიტროპოლიტი ტიქიკოსის პაფოსის საყდრიდან გადაყენების შესახებ.
ადრე, მჟკ-მა დაწერა, რომ კვიპროსის მთავარეპისკოპოსი მიტროპოლიტ ონოფრეს ხსენებით პატრიარქ ბართლომეოსს აშანტაჟებს.