ჩრდილოეთ ირლანდიაში, რომის კათოლიკე მღვდელი სასტიკად სცემეს მის ბოლო წირვაზე
პოლიციამ ინციდენტს მკვლელობის მცდელობის კვალიფიკაცია მისცა.
ჩრდილოეთ ირლანდიის ქალაქ დაუნპატრიკში, კათოლიკე მღვდელი, მამა ჯონ მიურეი, სასტიკად სცემეს წმინდა პატრიკის ეკლესიაში, როდესაც ის პენსიაზე გასვლამდე ბოლო წირვის აღსანიშნავად ემზადებოდა. BBC იუწყება, რომ უცნობმა პირმა მას თავში ბოთლი ჩაარტყა, რამაც სერიოზული დაზიანებები მიაყენა.
სამართალდამცავი ორგანოების ცნობით, თავდასხმა 2025 წლის 10 აგვისტოს, კვირა დილით მოხდა.
მამაკაცი ეკლესიაში შევიდა, მღვდელს აღსარების მოსმენა სთხოვა და შემდეგ თავს დაესხა. მამა მიურეის მტევნის ძვლების მოტეხილობა დაუდგინდა, ასევე თავში ძლიერი დარტყმა მიიღო და ბევრი სისხლი დაკარგა. ბელფასტში სასწრაფო ჰოსპიტალიზაციის შემდეგ, მისი მდგომარეობა შეფასდა, როგორც სერიოზული, მაგრამ არა კრიტიკული.
ეპისკოპოსმა ალან მაკგაკიანმა, რომელმაც მსხვერპლი მოინახულა, განაცხადა, რომ მამა მიურეი „50 წლის განმავლობაში ემსახურებოდა ეპარქიას“ და ამ შაბათ-კვირას პენსიაზე გასვლას აპირებდა. მისი თქმით, „ძალიან განსაკუთრებული მომენტი განადგურდა“.
იმავე დღეს, პოლიციამ დააკავა 30 წლის მამაკაცი, რომელიც ეჭვმიტანილია დაუნპატრიკის კიდევ ერთი მაცხოვრებლის მკვლელობაში - გამოძიება ამოწმებს, უკავშირდება თუ არა ეს დანაშაული მღვდელზე თავდასხმას.
სამართალდამცავი ორგანოები მღვდლის მიმართ მომხდარს მკვლელობის მცდელობად იძიებენ.
როგორც მჟკ იტყობინება, აშშ-ში მამაკაცს 60 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა წირვის დროს მოძღვრის მუქარისთვის.