კიევში ყველა წმინდანის დღის წინა დღეს გეი აღლუმი გაიმართა
მრავალი პოლიციელის დაცვის ქვეშ, გეი აღლუმის მონაწილეებმა კიევის ქუჩებში მსვლელობა გამართეს.
2025 წლის 14 ივნისს, ყველა წმინდანის ხსენების წინა დღეს, კიევში გეი აღლუმი გაიმართა. უამრავი პოლიციელის დაცვის ქვეშ, დაახლოებით ასი ადამიანი ბოგდან ხმელნიცკის და ევგენ ჩიკალენკოს (ყოფილი პუშკინსკაიას) ქუჩებზე მსვლელობით გამოვიდა. მათ ეჭირათ პლაკატები წარწერებით: „ჩვენ ყველასთვის ვიბრძვით - ყველასთვის თანაბარი უფლებები“, „ეს ყველაფერი მე ვარ: კაცი, აქტივისტი, ჯარისკაცი, გეი“, „ნუ გვეტყვით, რომ „უფლებები არ არის საჭირო“, სანამ ჩვენ უკრაინას ვიცავთ“. ჰომოსექსუალებს ასევე ევროკავშირის დროშები ეჭირათ.
გეი მარშის გამართვის მიზეზით, ხელისუფლებამ დაკეტა ეტროსადგურების ,,თეატრალნაია’’ და ,,ზოლოტოი ვოროტას’’ შესასვლელი და გასასვლელი.
გეებთან ერთად, რადიკალური მსვლელობა ხრეშჩატიკში გაიმართა. ისინი სკანდირებდნენ ლოზუნგს „პოლიცია ფრონტზე“.
მანამდე, მჟკ-მა დაწერა, რომ უკრაინის მართლმადიდებლურმა კავშირმა გეი აღლუმის კიევიდან დონბასში გადატანა მოითხოვა.