პოროშენკო მატყუარაა, ერთს ამბობს და მეორეს აკეთებს, - ფილარეტი
კიევის საპატრიარქოს უმე-ს მეთაურმა არ განავრცო თემა, რაში მოატყუა ის უკრაინის ექს-პრეზიდენტმა, მაგრამ დაადასტურა, რომ ეს „ტომოსის სიტუაციასთან არის დაკავშირებული“.
პეტრე პოროშენკო მატყუარაა. ასე უპასუხა კიევის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ლიკვიდირებული განხეთქილების ორგანიზაციის მეთაურმა ფილარეტ დენისენკომ კითხვაზე: „მოუტანა თუ არა პოროშენკომ სარგებელი უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას“ «Україна 24»-ის ეთერში.
„მე პოროშენკოს ვუყურებ როგორც მატყუარას. ის ერთს ამბობს და მეორეს აკეთებს. ყველაფერზე არ ვილაპარაკებ, მაგრამ დავრწმუნდი, რომ ის მატყუარაა“, - თქვა ფილარეტმა.
დაწვრილებით „პატრიარქს“ არ ულაპარაკია, მაგრამ ხაზი გაუსვა, რომ ექს-პრეზიდენტმა ის „პირადად“ მოატყუა და ეს „ტომოსის სიტუაციასთან არის დაკავშირებული“.
შეგახსენებთ, რომ ფილარეტი ყვებოდა, რომ პეტრე პოროშენკომ აიძულა ის უარი ეთქვა თავისი კანდიდატურის წამოყენებაზე უკრაინაში მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურის პოსტზე.
0
0
მეუ(კ)კპ - უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესია (კანონიკური) კიევის საპატრიარქო
ფილარეტ დენისენკო
პეტრე პოროშენკო
ტომოსი
თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
ასევე წაიკითხეთ
შიო III ხონისა და სამტრედიის ეპარქიას ეწვევა
დღეს 12:22