ბულგარეთის პატრიარქი უწმინდესი დანიელი მსოფლიო საპატრიარქოს პირველი ოფიციალური ვიზიტით ეწვია
მსოფლიო პატრიარქთან ერთად კონსტანტინეპოლში ერთობლივი საზეიმო ლიტურგია აღევლინა.
სოფიისა და სრულიად ბულგარეთის პატრიარქი, უწმინდესი დანიელი, საპატრიარქო დელეგაციასთან ერთად მსოფლიო საპატრიარქოს პირველი ოფიციალური ვიზიტით ეწვია. ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრები და საეკლესიო ღონისძიებები, რომლებიც ორ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის ურთიერთობის გაღრმავებას ისახავდა მიზნად. ინფორმაციას ავრცელებს საიტი orthodoxtimes.
26 დეკემბერს კონსტანტინეპოლში მსოფლიო პატრიარქისა და ბულგარეთის პატრიარქის თანამსახურებით ერთობლივი საზეიმო საღმრთო ლიტურგია აღევლინა. ღვთისმსახურებას დაესწრნენ სასულიერო პირები, დელეგაციის წევრები და მორწმუნეები.
ვიზიტი მნიშვნელოვანი მოვლენაა მსოფლიო მართლმადიდებლობის ცხოვრებაში და ხაზს უსვამს ძმურ კავშირსა და ერთიანობას მსოფლიო საპატრიარქოსა და ბულგარეთის მართლმადიდებელ ეკლესიას შორის.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, პატრიარქი ბართლომე: კონსტანტინოპოლის წინააღმდეგ ბრალდებები სიმართლის დამახინჯებაა.