მიტროპოლიტმა გერასიმემ მედავითნე ბონდო შულაია დიაკვნად აკურთხა
დიაკონი ბართლომე ზედაეწერის დიდმოწამე გიორგის ტაძარში იმსახურებს.
მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II ლოცვა-კურთხევით, მისმა მაღალყოვლადუსამღვდელოესობამ ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა გერასიმემ, საკვირაო საღმრთო ჟამისწირვაზე, ზუგდიდის ივერიის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის საკათედრო ტაძარში, ზედაეწერის დიდმოწამე გიორგის ტაძრის მედავითნე ბონდო შულაია დიაკვნად აკურთხა და სახელად ბართლომე უწოდა.
დიაკონი ბართლომე ზედაეწერის დიდმოწამე გიორგის ტაძარში იმსახურებს.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, 28 დეკემბერს სოფელ ღვლევის დედათა მონასტერში მართალი მარიამის ხსენებისადმი მიძღვნილი მსახურება აღევლინება.
0
0
თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
ასევე წაიკითხეთ
შიო III ხონისა და სამტრედიის ეპარქიას ეწვევა
გუშინ 12:22