გელათის სასულიერო აკადემიაში სამეცნიერო კონფერენცია მოეწყო
მაგისტრანტებმა აუდიტორიას თეოლოგიური კვლევები და ახალი სამეცნიერო ხედვები წარუდგინეს.
2025 წლის 9 დეკემბერს გელათის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის წმინდა დავით აღმაშენებლის სახელობის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა თეოლოგიის მაგისტრანტთა სამეცნიერო კონფერენცია. ღონისძიებას აკადემიური წრეების წარმომადგენლები, პედაგოგები და სტუდენტები ესწრებოდნენ.
კონფერენციის ფარგლებში წარმოდგენილი იყო რამდენიმე თემატურად მნიშვნელოვანი და ღირებული მოხსენება:
1. „მღვდელი გიორგი ბოჭორიძის სამეცნიერო მემკვიდრეობა“— მომხსენებელი გიგა გაბუნია-ჩერნევცკი (ხელმძღვანელი ლ. ტყეშელაშვილი).
2. „წმ. იაკობ და პეტრე მოციქულის ლიტურგიათა ტიპიკონური ანალიზი“— გიორგი კახაია (ხელმძღვანელი მამა მიქაელ კვანტალიანი).
3. „ოთხთავში მოხსენიებული დედები — ცნობები მათ შესახებ“— მღვდელი ირაკლი ცუცქირიძე (ხელმძღვანელი ა. გოლეთიანი).
მოხსენებები გამოირჩეოდა როგორც ღრმა სამეცნიერო ანალიზით, ისე აქტუალური საკითხების კვლევით. ღონისძიებამ ხელი შეუწყო თეოლოგიის მიმართულებით ახალგაზრდა მკვლევართა განვითარების პროცესს და აკადემიური თანამშრომლობის გაღრმავებას.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, მსოფლიოში ახალი ხელოვნურ ინტელექტზე ორიენტირებული „რელიგია“ გაჩნდა.