მიტროპოლიტმა გრიგოლ პაპათომასმა სიტყვით მიმართა სესიის წევრებს
ათენის უნივერსიტეტის თეოლოგიური ფაკულტეტის პროფესორმა ხაზგასმით აღნიშნა თეოლოგიური განათლების მნიშვნელობა ეკლესიისა და თანამედროვე საზოგადოების ურთიერთობაში.
ბელგიისა და ჰოლანდიის ეპარქიაში გაიმართა კურსის, „ეკლესია პირველ ათასლწეულში“ გახსნითი სესია, სადაც მისასალმებელი სიტყვით გამოვიდა ათენის უნივერსიტეტის თეოლოგიური ფაკულტეტის კანონიკური სამართლის პროფესორი, მიტროპოლიტი გრიგოლ პაპათომასი.
მიტროპოლიტმა განსაკუთრებული მადლიერება გამოხატა ბელგიისა და ჰოლანდიის მიტროპოლიტ დოსითეოსისადმი, რომელმაც საქართველოს საპატრიარქოსთან თანამშრომლობით ხელი შეუწყო ამ ინიციატივას და კურსს პანევროპული მნიშვნელობა მიანიჭა.
„ჩვენ ვიმყოფებით თეოლოგიური კონსოლიდაციისა და დექრისტიანიზაციის ეპოქაში, რასაც თან სდევს საეკლესიო საკითხებისადმი მზარდი უცოდინრობა. სწორედ ამიტომ, მსგავსი ძალისხმევა მეტად ღირებულია, ის ხელს უწყობს საღვთისმეტყველო ცნობიერების გაღვივებას და თანამედროვე, პოსტმოდერნულ საზოგადოებასთან დიალოგის შესაძლებლობას,“ — აღნიშნა მიტროპოლიტმა გრიგოლ პაპათომასმა.
მისი თქმით, თეოლოგია ეკლესიის ისტორიული გზის აღმნიშვნელი და კულტურული მნიშვნელობის მატარებელია, რომლის საფუძველზეც განვითარდა ევროპაში არსებული ყველა ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია.
მიტროპოლიტმა მადლობა გადაუხადა პროექტში ჩართულ პროფესორებს საბერძნეთიდან და ავსტრიიდან, მათ შორის პროფესორ გრიგოლ ლარენძაკისს, და სურვილი გამოთქვა, რომ ეს ინიციატივა „ზვავივით გაიზარდოს და მთელ ევროპას მოიცვას“.
სიტყვა მიტროპოლიტმა დოსითეოსისადმი ლოცვითი მილოცვით დაასრულა:
„მეუფე დოსითეოს, თქვენი ლოცვით, კეთილად იყოს ყოველი თქვენგანი, კეთილი იყოს დასაბამი ამ საქმისა.“
როგორც მჟკ იტყობინება, ბულგარეთის ეკლესიამ განხეთქილების დაძლევისთვის პატრიარქი ბართლომე დააჯილდოვა.