სიონის საკათედრო ტაძარში წმინდა თომა მოციქულის წმინდა ნაწილს გამოაბრძანებენ
დღესასწაულთან დაკავშირებით მორწმუნეებს წმინდა თომა მოციქულის ნაწილთა მოსალოცად შაბათსაც და კვირასაც 22:00 საათამდე ექნებათ შესაძლებლობა.
2025 წლის 19 ოქტომბერს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა და ყოვლად მოციქულ თომას იხსენიებს. დღესასწაულთან დაკავშირებით, 18 ოქტომბერს, ყოვლად წმინდა ღვთისმშობლის მიძნების სახელობის სიონის საპატრიარქო ტაძარში საღამოს ლოცვაზე წმინდა თომა მოციქულის წმინდა ნაწილს გამოაბრძანებენ.
ღვთისმსახურება 17:00 საათზე დაიწყება. წმინდა ნაწილები ტაძარში სადღესასწაულო წირვის განმავლობაშიც იქნება დაბრძანებული, რის შემდეგაც მორწმუნეებს შესაძლებლობა ექნებათ თაყვანი სცენ წმინდა მოციქულის ნაწილებს შაბათს და კვირას, საღამოს 22:00 საათამდე.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, საპატრიარქოში „ღირებულებითი განათლების“ პროექტის ფარგლებში სკოლების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
0
0
თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
ასევე წაიკითხეთ
შიო III ხონისა და სამტრედიის ეპარქიას ეწვევა
გუშინ 12:22