გარდაიცვალა მცხეთის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი

14 ოქტომბერი 2025 12:46
312
მღვდელ-მონაზონი ეგნატე (ჯოგლიძე). ფოტო: საქართველოს საპატრიარქო მღვდელ-მონაზონი ეგნატე (ჯოგლიძე). ფოტო: საქართველოს საპატრიარქო

საქართველოს საპატრიარქო სამძიმრის წერილს აქვეყნებს.

ამა წლის 13 ოქტომბერს გარდაიცვალა მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ საგურამოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, მღვდელ-მონაზონი ეგნატე (ჯოგლიძე). ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

მღვდელ-მონაზონი ეგნატე დაიკრძალება ხუთშაბათს, 16 ოქტომბერს ამავე მონასტრის ეზოში.

მწუხარებას გამოვთქვამთ მღვდელ-მონაზონ ეგნატეს გარდაცვალების გამო და თანავუგრძნობთ განსვენებულის ოჯახსა და სამწყსოს.

უფალმა სავანესა მართალთასა დაამკვიდროს მისი უკვდავი სული.

გთხოვთ, ლოცვებში მოიხსენიოთ ახლად შესვენებული მღვდელ-მონაზონი ეგნატე.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, თბილისის კლდისუბნის წმინდა გიორგის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი მიქაელ კაპანაძე გარდაიცვალა.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ