საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის გამოფენა მოეწყო

2824
30 სექტემბერი 2025 15:11
35
ექსპოზიციაზე წარმოდგენილია მეფის გაცემული საბუთები. ფოტო: საქართველოს ეროვნული არქივი სგვერდი ექსპოზიციაზე წარმოდგენილია მეფის გაცემული საბუთები. ფოტო: საქართველოს ეროვნული არქივი სგვერდი

მეფე ვახტანგ VI-ის დაბადებიდან 350 წლის იუბილეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულმა არქივმა გამოფენა მიუძღვნა.

ექსპოზიციაზე წარმოდგენილია მეფის გაცემული საბუთები, მისი ავტოგრაფული ხელნაწერები, პირველი ქართული სტამბის ძველნაბეჭდი წიგნები და ვახტანგ VI-ის ცხოვრებასა და მოღვაწეობასთან დაკავშირებული სხვა დოკუმენტები. 

მეფე ვახტანგ VI (1675-1737) ქართლის „ჯანიშინი“ (1703-1712), ქართლის მეფე (1716-1724) 1675 წლის 15 სექტემბერს დაიბადა; მისი აღმზრდელი და მასწავლებელი სულხან-საბა ორბელიანი იყო. ვახტანგს შესწავლილი ჰქონდა ფილოსოფია, ღვთისმეტყველება, ისტორია, იურისპრუდენცია, მათემატიკა, ასტრონომია, გეოგრაფია, ქიმია. მისი მეფობის პერიოდში შეიქმნა საკანონმდებლო აპარატი და პირველი ქართული სტამბა, დაიწყო ახალი ქართული მონეტების მოჭრა ქართული წარწერებითა და ევროპული ციფრული სისტემით; მან აღადგინა და ააშენა ეკლესიები, შექმნა საირიგაციო სისტემა და სხვა. მისი მოღვაწეობის პერიოდიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია „ტყვეთა სყიდვის“ აღკვეთა და სამეფო გვარდიის ჩამოყალიბება.

ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონი გამოფენას ნოემბრის ბოლომდე უმასპინძლებს.

დათვალიერება თავისუფალია.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, სიტყვის აკადემიაში ახალი სასწავლო წელი მშობლებთან შეხვედრით დაიწყო.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ