სიტყვის აკადემიაში ახალი სასწავლო წელი მშობლებთან შეხვედრით დაიწყო

2824
27 სექტემბერი 2025 21:19
29
გია მურღულია და დეკანოზი თეოდორე გიგნაძე. ფოტო: სიტყვის აკადემია გია მურღულია და დეკანოზი თეოდორე გიგნაძე. ფოტო: სიტყვის აკადემია

საღამოზე გიორგი კეკელიძე, ლევან გიგინაშვილი,დეკანოზი თეოდორე გიგნაძე და სხვა სტუმრები წარსდგნენ.

„სიტყვის აკადემიამ“ ახალი სასწავლო წელი მშობლებთან სასიამოვნო შეხვედრით დაიწყო. ღონისძიებას გამორჩეული სტუმრები ესწრებოდნენ და აუდიტორიას შთამაგონებელი სიტყვით მიმართეს ლიტერატორმა გია მურღულიამ, ფილოსოფოსმა ლევან გიგინეიშვილმა, მწერალმა გიორგი კეკელიძემ და დეკანოზმა თეოდორე გიგნაძემ. მათმა სიტყვებმა მშობლები და აკადემიის გუნდი ახალი ენერგიითა და მოტივაციით დაამუხტა.

საღამოს განსაკუთრებული ელფერი შესძინა მაია ბარათაშვილის ჯაზის პროგრამამ, რომელმაც მსმენელები პოზიტიური ემოციებით განაწყო და შეხვედრას კიდევ უფრო თბილი ატმოსფერო შემატა.

ღონისძიების ბოლოს „სიტყვის აკადემიის“ დამფუძნებლებმა შეაჯამეს უკვე განვლილი გზა და მშობლებს გაუზიარეს სამომავლო გეგმები, რომლებიც მიზნად ისახავს აკადემიის მისიის გაგრძელებას და კიდევ უფრო ფართო სივრცის შექმნას მომავალი თაობებისთვის.
„სიტყვის აკადემია“ დაფუძნებულია იდეურად გაერთიანებული ახალგაზრდების მიერ. მისი მიზანია უნივერსალური სივრცის შექმნა, სადაც ყველა ასაკის ადამიანისთვის შესაძლებელი იქნება:

.ცოცხალი და სასიამოვნო ურთიერთობის დამყარება
.თავისუფალი აზროვნებისა და შემეცნებითი პროცესების წახალისება
.დროის აზრიანად გატარება
.შინაგანი განტვირთვა და დასვენება

აკადემია დაფუძნებულია ადამიანის ფუნდამენტურ ღირებულებებზე და მუდმივად აკვირდება თანამედროვე საზოგადოებრივი ცხოვრების გამოწვევებს. ამაზე დაყრდნობით სტუმრებს სთავაზობს ღონისძიებებსა და კურსებს, რომლებიც მათ ყოველდღიურ საჭიროებებსა და ინტერესებს პასუხობს.

„სიტყვის აკადემია“ ქმნის გარემოს, სადაც ადამიანები ნამდვილი ურთიერთობების დამყარებას, შემოქმედებითი და ინტელექტუალური უნარების განვითარებასა და პიროვნულ ზრდას შეძლებენ.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, გელათის აკადემიაში დავით აღმაშენებლისადმი მიძღვნილი ფილმის ჩვენება გაიმართა.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ