დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე აზარტულ თამაშებთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს

შეხვედრა საქართველოს საპატრიარქოში. ფოტო: საზუ
საქართველოს საპატრიარქოსთვის საერთაშორისო აზარტული ტურნირების შესახებ საკანონმდებლო ინიციატივა მოულოდნელი აღმოჩნდა. ამის შესახებ დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა და აღნიშნა, რომ საკითხზე საპატრიარქოსთან წინასწარი კომუნიკაცია არ გამართულა.
მისი განმარტებით, საქართველოს საპატრიარქო 2017 წლიდან იყო იმ პროცესის უშუალო ინიციატორი და ერთ-ერთი მთავარი მონაწილე, რომელიც აზარტული თამაშების სფეროში რეგულაციების შემუშავებასა და დაწესებას ემსახურებოდა. საპატრიარქოს მხრიდან პროცესს ხელმძღვანელობდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შიო III, იმჟამად — საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე.
დეკანოზის განცხადებით, რამდენიმე წლის განმავლობაში ჩატარდა არაერთი კვლევა, შეგროვდა და გაანალიზდა სტატისტიკური მონაცემები, რომელთა შედეგებიც საზოგადოებას წარედგინა. აღნიშნული მუშაობის შედეგად ხელისუფლებამ რეგულაციების პაკეტი მიიღო, რაც მან დადებითად შეაფასა.
რაც შეეხება ახალ ინიციატივას, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განმარტა, რომ საპატრიარქოში ამ საკითხზე ფართო მსჯელობა ჯერჯერობით არ გამართულა. ამასთან, მან ხაზი გაუსვა პროცესში ეკლესიის მონაწილეობის მნიშვნელობას და სახალხო დამცველის არგუმენტებთან დაკავშირებით პირადი პოზიციაც გამოხატა.
„საპატრიარქო მსგავსი პროცესისგან განზე ვერ დარჩება. გავეცანით სახალხო დამცველის პოზიციას და პირადად მე მის არგუმენტებს დიდწილად ვიზიარებ. იმედს ვიტოვებთ, რომ კანონპროექტის ინიციატორებთან დიალოგი სასიკეთო შედეგს გამოიღებს“, — განაცხადა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.
პარლამენტისთვის წარდგენილი საკანონმდებლო პაკეტი საერთაშორისო აზარტული ტურნირების ორგანიზების წესებსა და პირობებს განსაზღვრავს. პროექტის მიხედვით, საერთაშორისო აზარტულ ტურნირად ჩაითვლება სამორინეს მიერ მოწყობილი ტურნირი, რომლის საპრიზო ფონდი წინასწარ გარანტირებულია, ხოლო მონაწილეთა არანაკლებ 70 პროცენტი უცხო ქვეყნის მოქალაქეა.
ინიციატივის თანახმად, ასეთი ტურნირის მოწყობა შესაძლებელი იქნება როგორც სამორინეს ნებართვით ორგანიზებულ ობიექტზე, ისე მის გარეთ — შესაბამისი ნებართვის საფუძველზე.
პროექტი ითვალისწინებს მოსაკრებელთან დაკავშირებულ შეღავათსაც: თუ ტურნირის საპრიზო ფონდი 3 მილიონ ლარს აღემატება და კლუბის მაგიდა მხოლოდ აღნიშნული ტურნირისთვის გამოიყენება, ორგანიზატორი გათავისუფლდება ამ მაგიდისთვის დაწესებული სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლისგან და უფლებამოსილი იქნება, ტურნირის ჩატარების შედეგად შემოსავალი მიიღოს.
საერთაშორისო აზარტული ტურნირის მოწყობისთვის ყოველწლიური სანებართვო მოსაკრებელი 100 000 ლარით განისაზღვრება. სანებართვო პირობების დარღვევისთვის გათვალისწინებულია 50 000-ლარიანი ჯარიმა, ხოლო არაუფლებამოსილი პირის მიერ ტურნირის ორგანიზებისთვის — 150 000-ლარიანი ჯარიმა.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, აზარტული თამაშების გავლენა ადამიანის სულზე.
წაიკითხეთ ასევე
ზუგდიდის №1 საჯარო სკოლაში შეხვედრა თემაზე „ხედვა და პერსპექტივა“ გაიმართა
დეკანოზმა იოანე აკობიამ „ღირებულებითი განათლების“ კლუბის მონაწილეებთან სახარებისეული იგავი განიხილა.
თბილისის სასულიერო აკადემიის სტუდენტები ნეკრესში ლექცია-სემინარს დაესწრნენ
ქრისტიანული ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტის სტუდენტები ძეგლის ისტორიას, არქიტექტურასა და კედლის მხატვრობას ადგილზე გაეცნენ.
ქუთაისისა და გაენათის ეპარქიამ მიტროპოლიტ იოანეს 80 წლის იუბილე მიულოცა
საიუბილეო მილოცვაში ეპარქიისადმი მღვდელმთავრის მზრუნველობა, სიყვარული და სიბრძნე აღინიშნა.
მეუფე ანტონი: „30 ოქტომბერს შევიკრიბებით და ჩვენს აზრს გამოვხატავთ“
ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტის განცხადებით, საერთაშორისო აზარტულ ტურნირებთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ინიციატივაზე საპატრიარქოში იმსჯელებენ და საზოგადოებას შეჯერებულ პოზიციას გააცნობენ.
ჭიათურაში საქართველოს გაქრისტიანების 1700 წლისთავს კვირეული მიეძღვნა
საზეიმო კვირეული საგანმანათლებლო შეხვედრებს, კინოჩვენებასა და კულტურულ ღონისძიებებს მოიცავდა და 25 ოქტომბერს დასრულდა.
ეპისკოპოსმა საბამ კანადაში საქართველოს საელჩოში პარაკლისი აღავლინა
საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილეს ფარგლებში, წმინდა გაბრიელ ბერის წმინდა ნაწილებით შემკული ხატი კანადის სხვადასხვა ქალაქში მოაბრძანეს.