დეკანოზი შალვა კეკელია: ღმერთმა შეგაძლებინოთ, რომ სწორი, ცოცხალი და მართალი რწმენა მოგცეთ

დეკანოზი შალვა კეკელია. ფოტო:
"რელიგიური ადამიანი დედამიწაზე არის ძალიან ბევრი. რელიგიურმა ადამიანებმა მაცხოვარი გააკრეს ჯვარზე. მღვდელმთავრებმა, მწიგნობრებმა, რჯულის მცოდნეებმა მაცხოვარი ჯვარზე გააკრეს. მაგრამ მორწმუნე ადამიანი არის ძალიან ცოტა. მორწმუნე ადამიანი რელიგიურობის გარეშე ვერ იქნება, გამორიცხულია თუ შენ მორწმუნე ხარ — აუცილებლად რელიგიური ადამიანი ხარ. რელიგიურობის გარეშე შენ მორწმუნე ვერ იქნები, წარმოუდგენელია ეს. ბევრ ჰგონია, რომ მორწმუნეა და რელიგიის გარეშე ჰგონიათ, რომ მორწმუნეები არიან. რელიგიურობის გარეშე მორწმუნე ვერაფრით ვერ იქნები.
მაგრამ რელიგიური ადამიანი — ყველა მორწმუნე ვერ იქნება. გამორიცხულია ეს, რადგან რელიგიური ადამიანები როგორია იცით რწმენის გარეშე? — უბრალოდ ღმერთის ეშინიათ, შეშინებულები არიან, ეკლესია სჭირდებათ იმიტომ, რომ დაავადებები არ შეემთხვათ, პრობლემები არ ჰქონდეთ, ჯანმრთელობა არ შეერყათ და ამას თხოვენ ღმერთს. სულ შეშინებულები არიან, მარადიული ცხოვრების არ სჯერათ და ყველაფერი უნდათ, რომ მიიღონ აქ. იქაურობის საერთოდ არ სჯერათ. ესეთ ადამიანებს როგორც კი რაიმე განსაცდელი შეემთხვევათ იმ წუთშივე ღმერთს აყვედრიან და ღმერთს ეუბნებიან ესეთ რამეს, რომ — ღმერთო, მე ხო ვმარხულობდი, ვლოცულობდი, მე შენს გამო რამდენ რამეზე ვთქვი უარი და ესეთი რამე ღმერთო რატო შემამთხვიე? ესე საუბრობენ რელიგიური ადამიანები იმიტომ, რომ მათთვის რელიგია არის როგორც რომ უნდა მოიხმაროს ეკლესია, ანუ ღმერთი უნდა მოიხმაროს, ყველაფერი თავისთვის სჭირდება. რელიგიურ ადამიანს ყველაფერი სჭირდება საკუთარი თავისთვის.
მორწმუნე ადამიანი ცხოვრობს სხვებისთვის. მორწმუნე ადამიანს შეუძლია ყველა ტკივილის დათმენა. ყველა სიხარულის სწორად მიღება. ამიტომ მორწმუნეობა არის საოცარი ძალა, საოცარი რამეა, როდესაც ადამიანი მორწმუნე ხარ. როცა გჯერა, გწამს, მთელი არსებით შენში ცოცხლად არის ღმერთი. შენში ცოცხლობს ღმერთი, შენ გჯერა ღმერთის, შენ იცი ღმერთის მოწყალება, ღმერთის სიყვარული იცი, შენ იცი თუნდაც რომ ცოდვაში აღმოჩნდი — შენ ღმერთი გყავს, რომელიც შენ ამ ცოდვას გაპატიებს, თუ შენ სწორად შეინანებ. შენ იცი, რომ გყავს ღმერთი, რომელიც ჯვარზე შენი ცოდვების გამო ავიდა და ჯვარზე ყველა შენი ცოდვა იტვირთა. მან საკუთარ თავზე აიღო, რომ შენ გადაერჩინე და შენ ეცხონებინე. ესეთი ღმერთის შვილი ხარ შენ და ესეთი ღმერთი გყავს და შენ ამის დაჯერება უნდა ისწავლო. ღმერთმა შეგაძლებინოთ, რომ სწორი, ცოცხალი და მართალი რწმენა მოგცეთ ღმერთმა."
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, გიორგი მთაწმინდელის სახელობის გალობის უნივერსიტეტი ფინეთის მუსიკოსებს მასპინძლობს.
წაიკითხეთ ასევე
ეპისკოპოსმა ვახტანგმა ილია II-ის საფლავთან პანაშვიდი გადაიხადა
სიონის საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ხსოვნას პატივი მიაგეს.
დეკანოზმა შალვა კეკელიამ თანამედროვე სამყაროს გამოწვევებზე ისაუბრა
თბილისის საუსლიერო აკადემიასა და სემინარიაში მამა შალვამ თემაზე „ეკლესიური ცნობიერება და თანამედროვე გამოწვევები“ ისაუბრა.
ჩრდილოეთ ამერიკის ეპარქიაში წმინდა გაბრიელის წმინდა ნაწილები დააბრძანეს
ჩრდილოეთ ამერიკის ქართულ ეპარქიაში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავთან დაკავშირებული ღონისძიებები გაიმართება.
გრძელდება ცაგერისა და ლენტეხის ეპარქიის დალოცვა
მიტროპოლიტმა სტეფანემ სოფელ ზარაგულაში საღვთო ლიტურგია აღასრულა, ქვედა ლუხვანოში მოსახლეობას შეხვდა, ხოლო ზედა ლუხვანოში მშენებარე ტაძარში პარაკლისი გადაიხადა.
ევროპული ენების დღე წმინდა გაბრიელ მთავარეპისკოპოსის სკოლა-გიმნაზიაში
მე-5 კლასის მოსწავლეებისთვის უცხოური ენების კათედრის წევრებმა საგანმანათლებლო და სახალისო ვიქტორინა გამართეს.
ფერისცვალების სამრევლო სკოლაში დეკანოზ ბორის ნიჩიპეროვიჩს შეხვდებიან
შეხვედრის თემა იქნება „წმინდა გრიგოლ ხანძთელიდან დავით აღმაშენებლამდე“.