გალობის უნივერსიტეტში ილია II-ის ხსოვნას პატივი მიაგეს

დღეს 09:54
16
პანაშვიდი დეკანოზმა დავით თავაძემ აღავლინა. ფოტო: გალობის უნივერსიტეტი პანაშვიდი დეკანოზმა დავით თავაძემ აღავლინა. ფოტო: გალობის უნივერსიტეტი

სიონის საკათედრო ტაძარში კათოლიკოს-პატრიარქის საფლავზე პანაშვიდი აღევლინა, რომელშიც უნივერსიტეტის სტუდენტური გუნდები მონაწილეობდნენ.

21 ოქტომბერს გალობის უნივერსიტეტის სტუდენტებმა, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის წარმომადგენლებმა სიონის საკათედრო ტაძარში პატივი მიაგეს უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის ხსოვნას.

კათოლიკოს-პატრიარქის საფლავზე პანაშვიდი გალობის უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა, დეკანოზმა დავით თავაძემ აღავლინა. ღვთისმსახურებაში მონაწილეობდნენ უნივერსიტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების სტუდენტებისგან შემდგარი გუნდები.

პანაშვიდს დაესწრნენ უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ნანა გოთუა, პროფესორ-მასწავლებლები და ადმინისტრაციული პერსონალის წარმომადგენლები.

ამ თემაზე ვატიკანში ილია II-ის ხსოვნისადმი მიძღვნილი კონცერტი და გამოფენა გაიმართა
კონცერტი გამართა ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის კაპელამ.

გალობის უნივერსიტეტის ისტორია 2006 წელს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევით დაიწყო. მისი განსაკუთრებული მზრუნველობითა და მხარდაჭერით დაარსებული უმაღლესი სასწავლებელი ქართული ტრადიციული მუსიკის, მრავალსაუკუნოვანი საგალობლებისა და ხალხური სიმღერების დაცვას, განვითარებასა და მომავალი თაობებისთვის გადაცემას ემსახურება. უნივერსიტეტი ამ მემკვიდრეობის პოპულარიზაციას საერთაშორისო მასშტაბითაც უწყობს ხელს.

უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა მადლიერებით გაიხსენეს ილია II-ის ღვაწლი საქართველოს ეკლესიისა და ქვეყნის წინაშე, ასევე მისი განსაკუთრებული წვლილი ქართული გალობისა და ტრადიციული მუსიკის შენარჩუნების საქმეში.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, ეპისკოპოსმა ვახტანგმა ილია II-ის საფლავთან პანაშვიდი გადაიხადა.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ