წმინდა გაბრიელის სახელობის სკოლა-გიმნაზია STEAM Twinning-ის ინიციატივაში შეირჩა

დღეს 16:09
6
წმ. გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის მართლმადიდებლური სკოლა - გიმნაზიის პედაგოგები წმ. გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის მართლმადიდებლური სკოლა - გიმნაზიის პედაგოგები

სკოლა-გიმნაზია საქართველოს მასშტაბით შერჩეულ 15 სკოლას შორის მოხვდა — ინიციატივის ფარგლებში დაწესებულება STEAM ნაკრებს მიიღებს, პედაგოგები კი მიზნობრივ გადამზადებას გაივლიან.

წმინდა გაბრიელ მთავარეპისკოპოსის სახელობის სკოლა-გიმნაზია მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისა და eTwinning-ის პროგრამის STEAM Twinning ინიციატივაში მონაწილეობისათვის ოფიციალურად შეირჩა.

სკოლა-გიმნაზიის წარმატებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა პედაგოგთა გუნდმა, რომლის შემადგენლობაშიც არიან კომპიუტერული ტექნოლოგიების მასწავლებელი ქრისტი ქუთათელაძე, ინგლისური ენის მასწავლებელი ფიქრია ცერცვაძე და ბიოლოგიის მასწავლებელი ნინო ზაქარაია. მათი თანამშრომლობისა და მონდომების შედეგად, სკოლა-გიმნაზია საქართველოს მასშტაბით შერჩეულ 15 სკოლას შორის მოხვდა.

ამ თემაზე წმინდა გაბრიელ მთავარეპისკოპოსის სამრევლოში ევროპული ენების დღე აღინიშნა
სასკოლო პროექტის „მრავალფეროვნება გვაერთიანებს“ ფარგლებში, მეხუთე კლასის მოსწავლეებისთვის შემეცნებითი შეხვედრა გაიმართა.

ინიციატივის ფარგლებში სკოლა-გიმნაზია საჩუქრად მიიღებს STEAM ნაკრებს (STEAM Kit). მონაწილე პედაგოგები გაივლიან მიზნობრივ გადამზადებას და ჩაერთვებიან საგანმანათლებლო აქტივობებში, რაც მათ პროფესიული ცოდნის გაღრმავებისა და სასწავლო პროცესში ახალი შესაძლებლობების გამოყენების საშუალებას მისცემს.

სკოლა-გიმნაზიამ პედაგოგებს მიღწეული წარმატება მიულოცა და შემდგომი პროფესიული და შემოქმედებითი წინსვლა უსურვა.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირმა დაწერა, ევროპული ენების დღე წმინდა გაბრიელ მთავარეპისკოპოსის სკოლა-გიმნაზიაში.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ