წმინდა თომა მოციქულის თავის ქალა სიონის ტაძარშია დაბრძანებული

19 ოქტომბერი 2025 12:22
369
მოციქული თომა. ფოტო: მართლმადიდებლური ხატები მოციქული თომა. ფოტო: მართლმადიდებლური ხატები

სიონის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგია აღევლინება.

მართლმადიდებლური სამოციქულო ეკლესია 19 ოქტომბერს წმინდა და ყოვლადქებულ თომას მოიხსენიებს. წმიდა მოციქული თომა, მარჩბივად (ტყუპისცალად, ბერძნულად - დიდიმად) წოდებული, დაიბადა გალილეის ქალაქ პანეადაში, რომელსაც შემდეგში ჰეროდეს ძემ - ფილიპემ რომის იმპერატორის ტიბერიუსის პატივად კესარია უწოდა (ფილიპეს კესარია). ეს ქალაქი მდებარეობდა ერმონის მთის ძირას, მდინარე იორდანეს აღმოსავლეთ სათავეში, იქ, სადაც მთავრდებოდა ნეფთალემის ტომის სამკვიდრებელი.

წმინდა თომას ასევე ურწმუნო თომას სახელითაც მოიხსენიებენ, რადგანაც არ სჯეროდა ქრისტეს ხორცით აღდგომა და მოითხოვა, რომ დარწმუნებულიყო თავად. მხოლოდ მას შემდეგ, რაც ხელით შეეხო აღმდგარი ქრისტეს ჭრილობებს, მხოლოდ მაშინ იწამა ქრისტეს აღდგომა. სასწაულია, მაგრამ ღვთის განგებით იდენტური შემთხვევა მოხდა, როცა †48 წელს მიიძინა ღვთისმშობელმა მარიამმა. იმ დროს, როცა თომა მოციქული სახარებას ინდოეთში ქადაგებდა, ქრისტეს ყველა მოციქული სხვადასხვა ქვეყნებიდან სულიწმიდის მიერ ზეცად იქნა აღტაცებული და გადმოყვანილნი იყვნენ გეთსიმანიის ბაღში, სადაც განისვენებდა ყოვლადკურთხეული მარადის ქალწული მარიამი. მაშინ თომა ინდოეთში მყოფ სხვა მოციქულთა მსგავსად აღტაცებულ იქნა ზეცად და გადმოყვანილი იერუსალიმში, მაგრამ მან მაინც ვერ ჩამოუსწრო ღვთისმშობლის დაკრძალვას. ის დაკრძალვიდან მხოლოდ მესამე დღეს ჩამოვიდა და დიდად მწუხარებდა. მაშინ წმიდა მოციქულებმა საერთო შეთანხმებით გადაწყვიტეს, გაეხსნათ თომასათვის ღვთისმშობლის საფლავი, რათა მასაც ენახა უკანასკნელად მისი ყოვლადპატიოსანი სხეული და თაყვანი ეცა მისთვის. მაგრამ, როდესაც საფლავი გახსნეს, საფლავი ცარიელი დახვდათ, იქ მხოლოდ ღვთისმშობლის მოსასხამი იყო დარჩენილი. ამით ყველანი მტკიცედ დარწმუნდნენ იმაში, რომ დედა ღვთისა, თავისი ღვთაებრივი ძის მსგავსად, მკვდრეთით აღდგა მესამე დღეს და სხეულით იქნა აყვანილი ზეცად. იგივე ზეცად აყვანა მოხდა წმინდა იოანე ღვთისმეტყველისაც. ერთადერთი მოციქული რომელიც ქრისტე ღმერთს ძალზედ უყვარდა და რომელმაც მხოლოდ ერთმა არ მიატოვა უფალი განსაცდელში სხვა მოციქულების მსგავსად.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირმა ადრე გაავრცელა ინფორმაცია, რომ ათონელმა ბერებმა დუმენკოს ათონის მთაზე ვიზიტი გააპროტესტეს.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ