მიტროპოლიტმა დიმიტრიმ ირაკლი ჩხიკვაძეს დიაკვნად დაასხა ხელი
ახალხელდასხმული დიაკონი ბათუმის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარში იმსახურებს.
2026 წლის 18 ოქტომბერს ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა დიმიტრიმ (შიოლაშვილი) ქობულეთის წმინდა გრიგოლ ხანძთელის სახელობის ტაძარში ღვთისმსახურება ჩაატარა. ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ მრევლს ქადაგებით მიმართა.
საკვირაო წირვა-ლოცვის შემდეგ მიტროპოლიტმა დიმიტრიმ წიგნის მკითხველ ირაკლი ჩხიკვაძეს დიაკვნად დაასხა ხელი.
დიაკონი ირაკლი მსახურებას ბათუმის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარში განაგრძობს.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, მიტროპოლიტმა დიმიტრიმ წმ. მატათას სახელობის გიმნაზიის განვითარების ხედვა წარადგინა.
0
0
თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
ასევე წაიკითხეთ
პატრიარქი ბართლომეოსი ბულგარეთში ჩავიდა
გუშინ 10:28
