მარიამობას პატრიარქი სიონის საპატრიარქო ტაძარში აღავლენს საღვთო ჟამისწირვას
28 აგვისტოს, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულზე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შიო III სადღესასწაულო წირვას თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში აღავლენს.
28 აგვისტოს, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების — მარიამობის დიდებულ დღესასწაულზე, უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო III, სადღესასწაულო საღმრთო ლიტურგიას აღავლენს.
ღვთისმსახურება თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში გაიმართება და 10:00 საათზე დაიწყება.
მარიამობის დღესასწაული მართლმადიდებელი სამყაროს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საუფლო-საღვთისმშობლო დღესასწაულია, რომელიც ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინებას ეძღვნება.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, პატრიარქი ფერისცვალების დღესასწაულზე სამთავროს მონასტერში აღავლენს წირვას.
0
0
სრულიად საქართველოს პატრიარქი შიო მესამე
სიონის საკათედრო ტაძარი
მართლმადიდებლობა
ღვთისმშობელი
ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაული
თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
ასევე წაიკითხეთ
უფლისციხეში ეთნოფესტივალი გაიმართება
გუშინ 19:08