ტვიბის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში პარაკლისი აღევლინა

2824
13 აგვისტო 14:25
25
პარაკლისი ტვიბის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში პარაკლისი ტვიბის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში

მსახურება 12 აგვისტოს ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა სტეფანემ (კალაიჯაშვილი) აღასრულა.

12 აგვისტოს ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა სტეფანემ ცაგერისა და ლენტეხის ეპარქიის დალოცვა პარაკლისით აღასრულა. მღვდელმთავარმა ტვიბის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში სავედრებელი პარაკლისი აღავლინა და ეპარქიის სასულიერო პირებისა და მრევლისთვის ილოცა.

მსახურებისას მეუფემ ღვთისგან ცაგერისა და ლენტეხის ეპარქიის, მისი სამღვდელოებისა და მრევლის გაძლიერება, მშვიდობა და კეთილდღეობა ითხოვა.

პარაკლისის დასრულების შემდეგ მიტროპოლიტმა სტეფანემ მრევლი დალოცა და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მეოხება და შეწევნა უსურვა.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი ადრე წერდა, 8 აგვისტოს ეკლესია 2008 წლის ომში დაღუპულთა სულებისთვის ლოცვას აღავლენს.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ