ჩხოროწყუში ქრისტიანობის 1700 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საჯარო ლექცია გაიმართება

2824
16 ივლისი 18:22
29
ისტორიის დოქტორი ლაშა დეისაძე-შარვაშიძე. ფოტო: ჩხოროწყუს საკათედრო ტაძარი ისტორიის დოქტორი ლაშა დეისაძე-შარვაშიძე. ფოტო: ჩხოროწყუს საკათედრო ტაძარი

ისტორიის დოქტორი, პროფესორი ლაშა დეისაძე-შარვაშიძე ისაუბრებს საქართველოს 2000-წლიან ქრისტიანულ მემკვიდრეობასა და ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების ისტორიულ მნიშვნელობაზე.

უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ შიოს III-ის ლოცვა-კურთხევით, ჩხოროწყუს წმინდა კეთილმსახური მეფე დავით აღმაშენებლის სახელობის საკათედრო ტაძრის მღვდელმსახურთა ინიციატივითა და ორგანიზებით, 2026 წლის 19 ივლისს ჩხოროწყუში საჯარო ლექცია გაიმართება.

ღონისძიება ტარდება ჩხოროწყუს საკათედრო ტაძრის პროექტის – „ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად საქართველოში – 1700 წელი“ (საეკლესიო-სამეცნიერო საგანმანათლებლო პროექტი ქ. ჩხოროწყუში) – ფარგლებში და ეძღვნება საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილეს.

ლექციას წაიკითხავს ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორია-არქეოლოგიის დეპარტამენტის წევრი, ისტორიის დოქტორი, პროფესორი ლაშა დეისაძე-შარვაშიძე. მისი მოხსენების თემაა: ,,2000-წლოვანი ქრისტიანული მემკვიდრეობა და 1700 წელი ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან საქართველოში“.

ლექცია ჩხოროწყუს ისტორიული მუზეუმის სააქტო დარბაზში გაიმართება და 13:00 საათზე დაიწყება.

ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიაში ვლაქერნობის მოსამზადებელი სამუშაოები დაიწყო.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ