ვლაქერნობის დღეს პატრიარქი შიო III ზუგდიდში სადღესასწაულო ღვთისმსახურებას აღასრულებს

14 ივლისი 18:17
369
ზუგდიდის ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის საკათედრო ტაძარი. ფოტო: საზუ ზუგდიდის ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის საკათედრო ტაძარი. ფოტო: საზუ

15 ივლისს, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის კვართის ვლაქერნის ტაძარში დაბრძანების დღესასწაულზე, წირვა ზუგდიდის ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის საკათედრო ტაძარში 10:00 საათზე დაიწყება.

15 ივლისს საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის კვართის ვლაქერნის ტაძარში დაბრძანების დღესასწაულს – ვლაქერნობას აღნიშნავს.

დღესასწაულთან დაკავშირებით, უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო III ზუგდიდს ეწვევა და სადღესასწაულო ღვთისმსახურებას აღასრულებს ზუგდიდის ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის საკათედრო ტაძარში.

სწორედ ამ ტაძარში იქნება დაბრძანებული ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის კვართი, რომლის პატივსაცემადაც ეკლესია ვლაქერნობის დღესასწაულს აღნიშნავს.

სადღესასწაულო ღვთისმსახურება 10:00 საათზე დაიწყება.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიაში ვლაქერნობის მოსამზადებელი სამუშაოები დაიწყო.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ