ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიაში ვლაქერნობის მოსამზადებელი სამუშაოები დაიწყო

6 ივლისი 14:37
351
მაღალყოვლადუსამღვდელოესი ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე ეპარქიის სამღვდელოებასთან ერთად. ფოტო: ეპარქიის გვერდი მაღალყოვლადუსამღვდელოესი ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე ეპარქიის სამღვდელოებასთან ერთად. ფოტო: ეპარქიის გვერდი

მიტროპოლიტ გერასიმეს ხელმძღვანელობით სამღვდელო კრებაზე განიხილეს საეკლესიო ღონისძიებების ორგანიზება და მომლოცველთა მიღების საკითხები.

დღეს, ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიაში, მისმა მაღალყოვლადუსამღვდელოესობამ, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა გერასიმემ, ეპარქიის სამღვდელო კრება მოიწვია, რომელსაც ეპარქიის სასულიერო პირები ესწრებოდნენ.

კრებაზე დეტალურად განიხილეს ვლაქერნობის დღესასწაულთან დაკავშირებული მოსამზადებელი სამუშაოები, რომლის ფარგლებში დაიგეგმა როგორც საზეიმო ღვთისმსახურებების ჩატარების წესრიგი, ასევე ლიტურგიკული და ორგანიზაციული საკითხები, რაც დღესასწაულის მშვიდ და ღირსეულ მიმდინარეობას უზრუნველყოფს.

ასევე ყურადღება დაეთმო მომლოცველთა ნაკადის ორგანიზებულ მიღებას, ტაძრებში წესრიგის დაცვასა და სხვადასხვა სამსახურების კოორდინაციას, რათა დღესასწაულმა მაქსიმალურად მოწესრიგებულ და ლოცვით გარემოში ჩაიაროს.

ვლაქერნობა არის ღვთისმშობლის კვართის დღესასწაული. ამ დღეს უამრავი მორწმუნე მთელი საქართველოდან და უცხოეთიდანაც კი ჩადის ზუგდიდში. ისინი მონაწილეობენ ლოცვით მსვლელობებში, საღვთო ლიტურგიებსა და სხვა საეკლესიო მსახურებებში, რითაც აღნიშნავენ ამ დიდ სულიერ დღესასწაულს, რომელიც განსაკუთრებული მნიშვნელობისაა მართლმადიდებელი სამყაროსთვის.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, მიტროპოლიტმა გერასიმემ აბიტურიენტები დალოცა და ორი სტიქაროსანი აკურთხა.

ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიაში ვლაქერნობის მოსამზადებელი სამუშაოები დაიწყო - სურათი 1
თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ