მეუფე გერასიმე, - დედა ღვთისმშობელს ვევედრებით დაიცვას სრულიად საქართველო
ვლაქერნობის დღესასწაულზე, ზუგდიდში ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის პატიოსანი სამოსლის საზეიმო ლიტანიობა გაიმართა.
15 ივლისს საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის კვართის ვლაქერნის ტაძარში დაბრძანების დღესასწაულს – ვლაქერნობას აღნიშნავს.
ვლაქერნის ღვთისმშობლის ტაძარში ჩატარდა წირვა-ლოცვა, შემდეგ ლუსკუმაში ჩაბრძანებული ღვთისმშობლის კვართი მსვლელობით, ლოცვითა და გალობით, ჯვარ-ხატებით ხელში გადმოაბრძანეს ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის საკათედრო ტაძარში.
ზუგდიდისა და ცაისის მიტროპოლიტი გერასიმე დღევანდელი დღის მნიშვნელობაზე საუბრობს, მრევლს ულოცავს დღესასწაულს. მან ჟურნალისტებს წარუდგინა იერუსალიმის პატრიარქის, თეოფილე მესამეს კურთხევით საქართველოში ჩამობრძანებული ელენოპოლის მიტროპოლიტი იოაკიმე.
,, დღეს ჩვენთან იმყოფება ჩვენი სულიერი ძმა მიტროპოლიტი იოაკიმე. ეს არის ერთობა ჩვენი ეკლესიებისა. მოგეხსენებათ, რომ იერუსალიმში, სადაც მეუფე მსახურობს, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საფლავი და ჩვენთან არის დაბრძანებული დიდი საუნჯე. დედა ღვთისმშობელმა დაიცვას, დაიფაროს ჩვენი ქვეყანა, მსოფლიო, თავისი კალთა გადაგაფაროთ თქვენ. იხარეთ ორსავე სოფელსა შინა. ყოვლაწმინდა ღვთისმშობელო შეგვეწიე და გვაცხოვნენ ჩვენ. ამინ!''
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიაში ვლაქერნობის მოსამზადებელი სამუშაოები დაიწყო.