ასპინძაში სული წმინდის მშენებარე ტაძრისთვის ცხოველსმყოფელი ჯვარი აკურთხეს და გუმბათზე აღმართეს
წმინდა ჯვარი ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა, მეუფე თეოდორემ აკურთხა; საზეიმო ცერემონიას სასულიერო პირები, მრევლი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.
28 ივნისს, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა, მეუფე თეოდორემ, ასპინძის მუნიციპალიტეტის დაბა ასპინძაში, სული წმინდის მშენებარე ტაძრის ეზოში ცხოველსმყოფელი ჯვარი აკურთხა.
საზეიმო ლოცვისა და ჯვრის კურთხევის შემდეგ, ცხოველსმყოფელი ჯვარი ტაძრის გუმბათზე აღმართეს, რაც მშენებარე ტაძრის ისტორიის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ეტაპად იქცა. მართლმადიდებლური ტრადიციის მიხედვით, გუმბათზე ჯვრის აღმართვა ტაძრის სულიერი დანიშნულების განსაკუთრებული გამოხატულებაა და მორწმუნეთათვის იმედის, რწმენისა და ღვთის კურთხევის სიმბოლოს წარმოადგენს.
ცერემონიას სასულიერო პირებთან და მრევლთან ერთად ასპინძის მუნიციპალიტეტის მერი როსტომ მაგრაქველიძე, საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ბერიძე, ასევე ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, გორისა და ატენის მიტროპოლიტმა ანდრიამ ეროვნული გამოცდების დაწყებამდე აბიტურიენტები დალოცა.