ალავერდელმა მიტროპოლიტმა დავითმა ფორტ ვორტის ეპისკოპოს გერასიმესთან ერთად საღვთო ლიტურგია აღავლინა
ერთობლივი მსახურების შემდეგ ეპისკოპოსმა გერასიმემ მეუფე დავითს ეპისკოპოსად კურთხევის 34 წლის იუბილე მიულოცა, ხოლო მასპინძელმა მღვდელმთავარმა სტუმარს წმინდა გიორგის ხატი უსახსოვრა.
აბბა ალავერდელმა მიტროპოლიტმა დავითმა საღვთო ლიტურგია ფორტ ვორტის ეპისკოპოს გერასიმესთან ერთად აღავლინა, რომელიც საქართველოში ამერიკელ მართლმადიდებელ სტუდენტებთან ერთად იმყოფება სტუმრად.
ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ ეპისკოპოსმა გერასიმემ მეუფე დავითს ეპისკოპოსად კურთხევის 34 წლისთავი მიულოცა და გულთბილი მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა.
თავის მხრივ, მიტროპოლიტმა დავითმა ხაზი გაუსვა ერთობლივი მსახურების მნიშვნელობას, ეკლესიურ ერთობასა და ურთიერთთანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ეპისკოპოს გერასიმეს წმინდა გიორგის ხატი უსახსოვრა.
შეხვედრა მეგობრული და საზეიმო განწყობით წარიმართა. მხარეებმა მადლიერება გამოხატეს მართლმადიდებელ საზოგადოებებს შორის არსებული ურთიერთობისა და ურთიერთპატივისცემისთვის.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში ილია II-ისადმი მიძღვნილი ყოველწლიური სამეცნიერო კონფერენცია გაიხსნა.