დიალოგი ძველი აღთქმისა და ბიბლიური წინასწარმეტყველებების შესახებ გაიმართა

13 ნოემბერი 2025 18:16
132
დეკანოზი კახაბერ გოგოტიშვილი. ფოტო: ამაღლების ტაძრის facebook გვერდი დეკანოზი კახაბერ გოგოტიშვილი. ფოტო: ამაღლების ტაძრის facebook გვერდი

დეკანოზ კახაბერ გოგოტიშვილმა მსმენელს ძველი აღთქმის უმნიშვნელოვანესი საკითხები გააცნო.

13 ნოემბერს, 19:00 საათზე სამების საკათედრო ტაძრის სამრეკლოს მიმდებარე ტერიტორიაზე „დავითიანნის“ არაფორმალურ განათლების ცენტრში გაიმართა დიალოგი დეკანოზ კახაბერ გოგოტიშვილთან, თემაზე: „ძველი აღთქმა და ბიბლიური წინასწარმეტყველებები“.

ღონისძიების მსვლელობისას მსმენელებმა შესაძლებლობა მიიღეს გაეცნონ ძველი აღთქმის ძირითად საკითხებს, რომელიც წარმოადგენს წმინდა წერილის პირველ ნაწილს და აღწერს სამყაროსა და ადამიანის შექმნას, ისრაელელი ერის ისტორიას და მესიის მოსვლის წინასწარმეტყველებებს.

დეკანოზ კახაბერ გოგოტიშვილმა აუდიტორიას დეტალურად გააცნო იმ წინასწარმეტყველებების შინაარსი, რომლებიც წინასწარმეტყველებდნენ მესიის მოსვლას და მისი ღვაწლის მნიშვნელობას კაცობრიობისთვის.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, „დავითიანნი“ აცხადებს უფასო ახალგაზრდულ სტაჟირებას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კომიტეტში.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ