შალვა პაპუაშვილი: „ეს ფსევდორელიგიური სექტა თავს ესხმის საქართველოს ეკლესიას“

შალვა პაპუაშვილი. ფოტო: ღია წყარო

შალვა პაპუაშვილი. ფოტო: ღია წყარო

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელთან დაკავშირებით 25 ოქტომბერს გამართული საპროტესტო აქცია შეაფასა. კომენტარში მან განსაკუთრებული ყურადღება საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაზე გაამახვილა და განაცხადა, რომ პოლიტიკური ძალები, რომლებსაც ის აკრიტიკებდა, ეკლესიას თავს ესხმოდნენ.

„ეს არის ანტიქართული წარმონაქმნი, რასაც ჩვენ ვუყურებთ. მათთვის ეროვნული ინტერესი მეჩვიდმეტეხარისხოვანია. ჩვენ ვხედავთ, რომ ეს ფსევდორელიგიური სექტა თავს ესხმის საქართველოს ეკლესიას“, — განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ამ თემაზე შალვა პაპუაშვილი – აუცილებელია, შეწყდეს საქართველოს ეკლესიის მიმართ მტრული რიტორიკა
როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, ევროპარლამენტის რეზოლუცია მხოლოდ საქართველოს დემოკრატიულ ინსტიტუტებს არ უპირისპირდება.

პარლამენტის თავმჯდომარემ ეკლესიის მიმართ დამოკიდებულება ეროვნული ინტერესებისა და ქვეყნის დამოუკიდებლობის საკითხებს დაუკავშირა. მისი შეფასებით, მის მიერ გაკრიტიკებული ძალები ბრიუსელის მითითებების უპირობოდ შესრულებას მოითხოვდნენ.

„ვხედავთ, რომ ეს ფსევდორელიგიური სექტა გვეუბნება, რომ ცალ ფეხზე უნდა დავუდგეთ ბრიუსელს და რასაც გვეტყვიან, ყველაფერი უნდა შევასრულოთ. ეს ფსევდორელიგიური სექტა ამბობს, რომ აფხაზეთი და ცხინვალი არის ჩვენი ტრავმა, რომელიც უნდა მოვიცილოთ“, — აღნიშნა მან.

შალვა პაპუაშვილმა ასევე ისაუბრა ხელისუფლების წინააღმდეგ სხვადასხვა ჯგუფის მონაწილეობით განხორციელებულ ქმედებებზე, რომლებიც „რევოლუციის“ მცდელობებად შეაფასა. მისი განცხადებით, ამ მცდელობებმა შედეგი ვერ გამოიღო.

„ტყუილად ცდილობენ, რომ მოძებნონ რაღაც პარალელები. ჩვენთან ყველაფერი ცადეს — ჟურნალისტების რევოლუცია, ენჯეოების რევოლუცია, სცადეს პარტიების რევოლუცია — არ გამოუვიდათ. ბოლოს ლამის უცხო ქვეყნის პოლიტიკოსებისა და ელჩების რევოლუცია სცადეს და ესეც არ გამოუვიდათ“, — განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, პაპუაშვილი: ზემო აჭარაში სამჯერ მეტი ადამიანი მოინათლა ვიდრე აქციაზე გამოვიდა.

აფხაზეთის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვეს

საზეიმო ცერემონიაზე პედაგოგებს განათლების სფეროში შეტანილი წვლილისა და პროფესიული მიღწევებისთვის სიგელები და საჩუქრები გადაეცათ.

პაპუაშვილი: ზემო აჭარაში სამჯერ მეტი ადამიანი მოინათლა ვიდრე აქციაზე გამოვიდა

პარლამენტის თავმჯდომარემ ზემო აჭარაში გამართული ნათლობა თბილისში ჩატარებულ აქციას შეადარა და აქციის მონაწილეები მწვავედ გააკრიტიკა.

ეპისკოპოსმა მელქისედეკმა რიკოთში ტაძრის საძირკველი აკურთხა

მარგვეთისა და უბისის მღვდელმთავარმა საკვირაო წირვა ზესტაფონში აღავლინა, შემდეგ კი რიკოთის წმინდა გიორგის სახელობის მამათა მონასტერი მოილოცა.

„დავითიანნსა“ და ქართულ უნივერსიტეტს შორის მემორანდუმი გაფორმდა

თანამშრომლობა სტუდენტების საგანმანათლებლო, მოხალისეობრივ და ახალგაზრდულ პროექტებში ჩართულობის ხელშეწყობას ითვალისწინებს.

ხარაგაულის სკოლა-გიმნაზიის გუნდმა ფეხბურთში მუნიციპალიტეტის პირველობა მოიგო

წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეებმა ფინალში კიცხის საჯარო სკოლის გუნდი პენალტების სერიაში დაამარცხეს.

26 ოქტომბერს ივერიის ღვთისმშობლის ხატის ხსენება აღინიშნება

სასწაულთმოქმედი ხატის ისტორია ათონის ივერთა მონასტერსა და წმინდა გაბრიელ ქართველს უკავშირდება — დღესასწაულს განსაკუთრებულად აღნიშნავენ ქალაქ ფოთში.