თბილისის სასულიერო აკადემიაში ილია II-ის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

ილია II-ის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება. ფოტო: თბილისის სასულიერო აკადემია
20 ოქტომბერს თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. შეხვედრა მსოფლიო ლიტერატურის ისტორიის პედაგოგმა, თამარ ნუცუბიძემ, სტუდენტებთან ერთად მოამზადა.
მონაწილეებმა წაიკითხეს საკუთარი ლექსები, წერილები და მცირე ჩანახატები, რომელთა მთავარი თემა პატრიარქის პიროვნება და მისი ნაღვაწი იყო. სტუდენტებმა შემოქმედებითი ნამუშევრებით გამოხატეს კათოლიკოს-პატრიარქისადმი სიყვარული, პატივისცემა და მადლიერება. შეხვედრას განსაკუთრებულ განწყობას სძენდა სტუდენტთა გალობა და სიმღერა.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სასულიერო სემინარიის, ქრისტიანული ხელოვნებათმცოდნეობისა და ქრისტიანული ფსიქოლოგიის ფაკულტეტების სტუდენტები: მონაზონი გაბრიელ კოპაძე, მირანდა ჭიაბერაშვილი, ლაშა ბოდაველი, ილია მელუა, ანა გობეჯიშვილი, თორნიკე ნაროზაული და ელისაბედ მერკვილიშვილი. წარმოდგენას ქრისტიანული ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტის სტუდენტი ფოტინე გუნია უძღვებოდა.
შეხვედრის დასასრულს თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორმა, პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ, ღონისძიების ორგანიზატორს, თამარ ნუცუბიძესა და მონაწილე სტუდენტებს მადლობა გადაუხადა.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, თბილისის სასულიერო აკადემიამ და სემინარიამ 2026-2027 სასწავლო წლისთვის აბიტურიენტთა მიღება გამოაცხადა.
წაიკითხეთ ასევე
ბაგრატის საკათედრო ტაძარში პატრიარქ ილია II-ის სულის მოსახსენებელი ლიტურგია აღევლინება
24 ოქტომბერს, დილის 09:00 საათზე, ღვთისმსახურებას ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი იოანე აღასრულებს.
სამთავისისა და კასპის ეპარქიაში „ღირებულებითი განათლების“ კლუბები ფუნქციონირებს
ყოველკვირეული შეხვედრები ბავშვებსა და მოზარდებში მნიშვნელოვანი ღირებულებების გააზრებასა და განვითარებას ემსახურება.
ბულგარეთის პატრიარქი ათონის მთაზე ვატოპედის მონასტერს ეწვია
ვატოპედის წინამძღვარი და ძმები შეხვდნენ ბულგარეთის ეკლესიის წინამძღვარს, რომელიც ათონის სალოცავებში პირველად იმყოფება ოფიციალური ვიზიტით.
საბერძნეთის ეკლესია: სხდომა სინას მონასტერში განცხადების გარეშე დასრულდა
დღეს ჩატარდა საბერძნეთის ეკლესიის წმინდა სინოდის რიგგარეშე სხდომა.
საქართველოს ეკლესიის დელეგაცია კონსტანტინოპოლში იმყოფება
21 ოქტომბერს სტამბოლში გამართულ შეხვედრაზე დელეგაციის წევრებმა მსოფლიო პატრიარქს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ შიო III-ის მისალოცი წერილი გადასცეს.
შიო III-მ მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოსს აღსაყდრების 35 წლისთავი მიულოცა
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მილოცვაში მსოფლიო პატრიარქის თანადგომა, ილია II-სთან მეგობრობა და საქართველოსა და კონსტანტინოპოლის ეკლესიებს შორის ძმური ურთიერთობის მნიშვნელობა აღნიშნა.