მიტროპოლიტმა დიმიტრიმ პატრიარქ შიოს აჭარაში ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შიო მესამე და მიყროპოლიტი დიმიტრი. ფოტო: საზუ

ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა დიმიტრიმ (შიოლაშვილი) სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ შიო III-ს ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიაში ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა.

მეუფემ მადლიერება პირადად თავისი, ეპარქიის სამღვდელოებისა და მრევლის სახელით გამოხატა და აღნიშნა, რომ კათოლიკოს-პატრიარქის სტუმრობა ეპარქიისთვის განსაკუთრებული სიხარულისა და კურთხევის მომტანი იყო.

„თქვენო უწმინდესობავ და უნეტარესობავ, მადლობას მოგახსენებთ პირადად ჩემი, სამღვდელოებისა და მრევლის სახელით იმ მწყემსმთავრული კურთხევის, სითბოსა და სიყვარულისთვის, რომელიც თქვენ მოგვანიჭეთ ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიაში ყოფნისას“, – ნათქვამია სამადლობელ წერილში.

მეუფე დიმიტრიმ ასევე ხაზი გაუსვა ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის ისტორიულ მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ ამ მხარეში ქრისტეს სარწმუნოება უფლის მოწაფეებმა – ანდრია პირველწოდებულმა, სვიმონ კანანელმა და მატათამ იქადაგეს. წერილში აღნიშნულია, რომ წმინდა მოციქული მატათა აჭარაში, გონიოს ციხეშია დაკრძალული.

ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტის შეფასებით, კათოლიკოს-პატრიარქის გულთბილი ვიზიტი წინამორბედი პატრიარქების მადლმოსილების გაგრძელებაა.

მეუფე დიმიტრიმ იმედი გამოთქვა, რომ უწმინდესი და უნეტარესი შიო III ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიას კვლავ ხშირად ესტუმრება.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, კათოლიკოს-პატრიარქი წირვას ბათუმის ღვთისმშობლის შობის ტაძარში აღავლენს.

წაიკითხეთ ასევე

მიტროპოლიტმა იოანემ ღვთისმშობლობაზე სამშვიდობო პარაკლისი აღავლინა

მღვდელმთავარმა 21 სექტემბერს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ თერნალსა და ცხუნკურში იმსახურა.

ზუგდიდში წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის მშენებლობა გრძელდება

ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტ გერასიმეს ლოცვა-კურთხევით მიმდინარე სამუშაოების ფარგლებში ტაძრის არქიტექტურული ფორმები უკვე გამოიკვეთა.

მიტ. მელქისედეკმა წმინდა იოაკიმე და ანას ტაძარში საზეიმო წირვა აღავლინა

მეუფე მელქისედეკმა შეკრებილ მრევლს წმინდა იოაკიმე და ანას ხსენების დღე მიულოცა და ტაძრის ქტიტორის ოჯახს მადლობა გადაუხადა.

მიტროპოლიტმა დიმიტრიმ პატრიარქ შიოს აჭარაში ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა

მეუფე დიმიტრიმ სამღვდელოებისა და მრევლის სახელით კათოლიკოს-პატრიარქის მწყემსმთავრული კურთხევისა და სიყვარულისთვის მადლიერება გამოხატა.

გამოიცა გაზეთ „საპატრიარქოს უწყებანის“ 2026 წლის მე-16 ნომერი

გამოცემაში მკითხველი კათოლიკოს-პატრიარქ შიო III-ის ქადაგებებს, საეკლესიო ქრონიკას, მნიშვნელოვან ინფორმაციასა და ახალ გამოცემებს გაეცნობა.

ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარში ხელდასხმის რიტუალი შესრულდა

ხელდასხმა გარდაბნისა და მეტყოფის ეპისკოპოსმა შეასრულა.